2016 წლის მარტში უძველესი არამეული ქალაქი პალმირა ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან განთავისუფლდა. ტერორისტები პალმირას 2015 წლის მარტიდან აკონტროლებდნენ და ამ დროის განმავლობაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ძეგლს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს.

რომელი ძეგლები გაანადგურეს ტერორისტებმა?

ბელის ტაძარი პალმირაში ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიკური ტაძარი იყო ლიბანის ბაალბეკის ტაძართან ერთად. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტებმა ტაძარი 2015 წლის აგვისტოში ააფეთქეს, რის შემდეგაც განადგურდა მესოპოტამიური ღვთაება ბელის, მზის ღმერთ იარჰიბოლისა და მთვარის ღმერთ აგლიბოლის შიდა ტაძრები.

მარტი, 2016. ფოტო: Joseph Eid/AFP/Getty Images

მარტი, 2016. ფოტო: Joseph Eid/AFP/Getty Images

May 2009. Photograph: Alamy

May 2009. Photograph: Alamy

 

 

 

 

 

 


ტრიუმფალური თაღი 
ანტიკური ქალაქის მთავარ ქუჩაზე მდებარე კოლონადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ტერორისტებმა თაღი 2015 წლის ოქტომბერში ააფეთქეს და კოლონების მხოლოდ ორი მხარე დატოვეს. თაღი რომის იმპერატორის, სეპტიმიუს სევერუსის სადიდებლად აშენდა.  “პალმირული ხელოვნების გამორჩეული ნიმუში” – ასე აღწერს ტრიუმფალურ თაღს UNESCO.

მარტი, 2016. ფოტო: Joseph Eid/AFP/Getty Images

მარტი, 2016. ფოტო: Joseph Eid/AFP/Getty Images

ნოემბერი, 2010. ფოტო: Youssef Badawi/EPA

ნოემბერი, 2010. ფოტო: Youssef Badawi/EPA

 

 

 

 

 

 


ბაალ შამინის ტაძარი
ძვ.წ. მე-17 საუკუნეში აშენდა და საუკეთესოდ შემონახული შენობა იყო მანამ, სანამ ტერორისტებმა ის 2015 წლის აგვისტოში არ გაანადგურეს. ტაძარი ფინიკიელების ქარიშხლისა და ცის ღმერთის სადიდებლად აშენდა.

2016. ფოტო: Joseph Eid/AFP/Getty Images

2016. ფოტო: Joseph Eid/AFP/Getty Images

2008. ფოტო: Alamy

2008. ფოტო: Alamy

 

 

 

 

 

 


ელაჰბელის კოშკი
პალმირას ანტიკურ ქალაქთან, აკლდამების ველზე მდებარეობდა და ოთხსართულიან აკლდამას წარმოადგენდა. სხვა ძეგლების მსგავსად ეს კოშკიც 2015 წლის აგვისტოში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შეეწირა. ქსოვილების ისტორიაში ელაჰბელის კოშკს მნიშვნელოვანი როლი უკავია – აკლდამაში ძვ.წ. 1-ლი საუკუნით დათარიღებული ჩინური აბრეშუმის სართავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ტერორისტებმა აკლდამების ველზე მდებარე სხვა აკლდამებიც გაანადგურეს.

dailymail.co.uk

dailymail.co.uk


რომელი ძეგლები გადარჩა?

ციტადელის ძირითადი ნაწილი ტერორისტებს გადაურჩა, თუმცა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტებმა მისასვლელი კიბე ააფეთქეს და მე-13 საუკუნის ციხესიმაგრე დააზიანეს.

აპრილი, 2016. ფოტო: AFP PHOTO/MARTAK/ICONEM/DGAM

აპრილი, 2016. ფოტო: AFP PHOTO/MARTAK/ICONEM/DGAM

მაისი, 2015. ფოტო: AFP/Getty Images

მაისი, 2015. ფოტო: AFP/Getty Images

 

 

 

 

 

 

 

ალ-ლათის ლომი, რომელიც იცავდა გაზელს, პალმირას პრე-ისლამური ქალღმერთ ალ-ლატის ტაძარს ამშვენებდა. 3.5 მეტრის ქანდაკება თეთრი კირქვით ძვ.წ. 1-ელ საუკუნეში აშენდა და 15 ტონას იწონიდა. ლომის ცხვირი ტერორისტებმა დაამსხვრიეს, თუმცა ქანდაკება მთლიანად არ გადაგურებულა და მისი ნაწილები გადარჩა.

2008, ფოტო: Alamy

2008, ფოტო: Alamy

2016, ფოტო: New York Times/Redux/eyevine

2016, ფოტო: New York Times/Redux/eyevine

 

 

 

 

 

 


რომაული თეატრი
მე-2 საუკუნით არის დათარიღებული და ძეგლის ძირითადი ნაწილი ხელუხლებელია. ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ 2015 წლის ივლისში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც არასრულწლოვანმა მებრძოლებმა 25 ადამიანი ანტიკური თეატრის სცენაზე მოკლეს.

2015, ფოტო: Joseph Eid/ Getty Images

2015, ფოტო: Joseph Eid/ Getty Images

ტერორისტებს გადაურჩა პალმირას ცნობილი კოლონადებიც. კოლონადების 1 კილომეტრიანი სიგრძის რიგი ქალაქის დასავლეთ შესასვლელს ბელის ტაძართან აკავშირებდა.

მარტი, 2016. Joseph Eid/Getty Images.

მარტი, 2016. Joseph Eid/Getty Images.

პალმირას მომავალი

სირიის სიძველეთა და მუზეუმების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა მამუნ აბდულქარიმმა პალმირას რეკონსტრუქციის პირობა დადო. მისივე შეფასებით, სრულ რეკონსტრუქციას 5 წელი მაინც დასჭირდება. თუმცა ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ “სირიის უდაბნოს ოაზისის” რეკონსტრუქცია ისტორიის წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება, რადგანაც 21-ე საუკუნის ეს ტრაგედია უკვე პალმირას ისტორიის ნაწილია.

წყარო: theguardian.com

 

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super