“იყავი მხიარული, დატკბი ცხოვრებით,” – გვასწავლის წარწერა 2,400 წლის მოზაიკაზე, რომელიც არქეოლოგებმა სამხრეთ თურქეთის ჰათაის პროვინციაში აღმოაჩინეს.

მოზაიკაზე მოცემულია ადამიანის ჩონჩხი, თასით ხელში, მეორე მხარეს კი ჩანს ღვინის კოკა და პური.

ჰათაის არქეოლოგიური მუზეუმის არქეოლოგის, დემეთ კარას განმარტებით, მოზაიკა ანტიკური ბერძნულ-რომაული ქალაქის, ანტიოქიის ნაწილია და წარწერაც ბერძნულ ენაზეა შესრულებული. მისივე აზრით, “ჩონჩხის მოზაიკა” არისტოკრატის სახლის სასადილო ოთახის იატაკს ეკუთვნოდა.

ანტიოქიის ანტიკური ქალაქი ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა, სელევკე I ნიკატორმა დააარსა ძვ.წ. მე-4 საუკუნეში. ანტიოქია ქრისტიანობის ერთ-ერთ ცენტრად მიიჩნევა, რამდენადაც სწორედ აქ ეწოდათ ქრისტეს მიმდევრებს “ქრისტიანები”.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super