5 ივლისს გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა “პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს.

მოსარჩელეები ითხოვენ ქალაქ თბილისის გენერალური გეგმების იმ ნაწილების სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, რომლებიც ქალაქ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონის უგულებელყოფის შედეგად, თბილისის ისტორიული ლანდშაფტის ტერიტორიაზე კანონით აკრძალულ, მასიურ განაშენიანებას უშვებს, როგორიცაა ბიზნეს კომპლექსი „პანორამა თბილისი“. „პანორამა თბილისის“ განხორციელება არა ერთი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტის აზრით მთლიანად ანადგურებს ქალაქ თბილისის ისტორიულ ლანდშაფტს, რაც ქალაქის კულტურული და ეკოლოგიური გარემოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან, ბუნებრივი და კულტურული გარემოთი სარგებლობის შესახებ. მოსარჩელეები ერთიანდებიან სარჩელის წარდგენისას, რათა დაიცვან მათი კანონიერი ინტერესი და კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

ხელმომწერი ორგანიზაციები: ინიციატივა საჯარო სივრცისთვის.  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); მწვანე ალტერნატივა; აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო; საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები.   ხელმომწერი პირები: პარტიზანული მებაღეობა თბილისი; თბილისის ჰამქარი;  მწვანე მუშტი.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super