ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 132 წელს რომის იმპერატორმა ადრიანემ იერუსალიმის ნანგრევებზე ქალაქ აელია კაპიტოლინას მშენებლობა დაიწყო. გაფართოებასთან ერთად, ვენერას ტაძრის მშენებლობის შედეგად განადგურდა ის ადგილი, რომელშიც, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, იესო ჯვარცმის შემდეგ მოათავსეს.

200 წლის შემდეგ, როდესაც ქრისტიანობამ რომის იმპერიაში ფეხი მოიკიდა, რომის პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა კონსტანტინემ, იესოს საფლავის გახსნის მიზნით, ვენერას ტაძრის მოშლის ბრძანება გასცა. მოგვიანებით კონსტანტინემ ამ ადგილის გარშემო ქრისტიანული ტაძარი ააშენა, რომელიც წმინდა აკლდამის ტაძრის სახელითაა ცნობილი.

მომდევნო საუკუნეების განმავლობაში, ჯვაროსნული ლაშქრობებისა და სხვადასხვა რეჟიმის მმართველობის შედეგად, ტაძარი რამდენჯერმე დაინგრა და აღადგინეს. 1927 წელს მთლიანი ძეგლი ძლიერმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა. 1947 წელს საფლავის შიდა ოთახის გარშემო გიგანტური რკინის დამცავი ზღუდე გააკეთეს. ზღუდემ თავისი ფუნქცია შეასრულა, თუმცა გასულ წელს ძეგლი იმდენად სახიფათო იყო, რომ ისრაელის სიძველეების სამმართველომ ის დახურა.

01_church_holy_sepulchre

ახლა იქ სამუშაოებს ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი აწარმოებს. მარმარილოს ფილების მოცილების შემდეგ გამოჩნდა იესოს საფლავის კირქვის კედლები და ის ადგილი, რომელზეც იესო ჯვარცმის შემდეგ დააწვინეს. ეს არის პირველი შემთხვევა 1555 წლის შემდეგ, როდესაც საფლავის კედლის ნახვაა შესაძლებელი. არქეოლოგების თქმით, საფლავის ორიგინალური სტრუქტურა ჯერ კიდევ შემორჩენილია.

მეცნიერების ნაწილი ამ აღმოჩენას სკეპტიკურად უყურებს. იესო საფლავის მდებარეობის შესახებ პირველი ცნობა კონსტანტინეს დედას, ელენეს ეკუთვნის, რომლიც ქრისტეს ჯვარცმიდან 300 წლის შემდეგ ცხოვრობდა. ზოგიერთი მეცნიერი კი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს იესო ქრისტეს არსებობას.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super