2016 წლის 16 დეკემბერს, კლუბ ფრონტალინში, საქართველოს ლურჯი ფარის ხელმძღვანელმა, მანანა თევზაძემ ლურჯი ფარის ჟურნალისტების კონკურსში მონაწილეები დააჯილდოვა. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, აგრეთვე ლურჯი ფარის მიერ ნათარგმნი SAVE-ის სამოქალაქო აქტივისტების სახელმძღვანელო და ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ.

კონკურსში მონაწილე სამ საუკეთესო ჟურნალისტური მასალის ავტორს კი გადაეცა ტექნიკის სახლის 500 ლარიანი ვაუჩერი.

მასალები წინასწარ შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. მასალები შეფასდა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, რომლის შედეგადაც გამოვლინდნენ საუკეთესო ავტორები:

1. მიშა მეფარიშვილი, ნეტგაზეთი: ათეშგა – სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თბილისში;
2. მანონ ბოკუჩავა, humanrights.ge: კატერინენფელდის გადასარჩენად;
3. ლიკა დევდარიანი, psnews.ge: ქელეშბი დევდარიანის საუკუნოვანი სახლი სვანეთში – იმსახურებს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს?

კონკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და რეგიონების 20-მა ჟურნალისტმა. მათ წარმოადგინეს სტატიები/სიუჟეტები კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ.

კონკურსის მიზანი იყო, მედიის წარმომადგენლების ინფორმირება კულტურული მემკვიდრეობის თემების ირგვლივ და ეროვნული და რეგიონული მედიის როლი გაზრდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super