წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განმარტებით, ძეგლი მდიდარია რელიეფებით, რომელთაგან ზოგიერთი საეტაპო ნიმუშია. წილკანი მნიშნელოვანია თავისი ისტორიითაც. იგი იყო საეპისკოპოსო ცენტრი, საიდანაც ხორციელდებოდა ქრისტიანობის შემოსვლა ქართლის მთიანეთში.

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ამჟამად საეპისკოპოსო კათედრალს წარმოადგენს, მცხეთის რაიონის სოფ. წილკანში მდებარეობს. ტაძარი აერთიანებს სამ სამშენებლო პერიოდს და სხვადასხვა ტიპის ნაგებობას: IV საუკუნის დარბაზულ ეკლესიას, V-VI სს. – ბაზილიკას, XI-XIIსს. – გუმბათოვან ტაძარს, ხოლო ტაძრის გალავანი XVIII საუკუნისაა. კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც ოთხ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნიმუშს აერთიანებს.

Powered by Watch Dragon ball super