“სასწრაფო რეაგირება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გავრცელებული ობის აღმოსაფხვრელად” – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი თსუ-ს ბიბლიოთეკასთან ერთად, პრინც კლაუსის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

ა. თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავების ზოგადი მდგომარეობის შესწავლა;

ბ. ობით დაზიანებული წიგნების გაწმენდის ინსტრუქციის შემუშავება;

გ. ბიბლიოთეკის ნულ სართულზე ტენიანობის შემცირების ინსტრუქციის განსაზღვრა.

პროექტი აგრეთვე გულისხმობს ქაღალდის კოლექციების მქონე ინსტიტუციების თანამშრომლებში ობთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.

თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავი

ბიბლიოთეკის ნულ სართულზე განთავსებულ საცავებში ობის პრობლემა 2000-იანი წლებიდან დგას და წიგნების ზოგიერთ ტომეულზე მისი სისქე 3 სანტიმეტრს აღწევს. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საცავი N12, რომელშიც ბიბლიოთეკის უნიკალური კოლექციის 100 000-მდე წიგნი ინახება. აქ გვხვდება ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ებრაული და სპარსული წიგნები, რომელთა იდენტიფიცირება უფრო და უფრო რთულდება. წიგნების დაახლოებით 30 % მე-20 საუკუნისაა, დანარჩენი კი მე-16 და მე-19 საუკუნის ბეჭდური წიგნებია, რომელთა უმეტესობა პირველ გამოცემებს წარმოადგენს.

ბიბლიოთეკაში არსებული პრობლემების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია თავად ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა, ობის აღმოფხვრის გზების შესახებ მერიოტის ბიბლიოთეკის წიგნების დაცვა/შენახვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რენდი სილვერმანის საჯარო ლექციის ფარგლებში გააცნო. მანვე ბიბლიოთეკის შენობაში სისველისა და ნესტის სამ წყაროზე ისაუბრა:

“…ბიბლიოთეკის შენობის გვერდით საბურთალოს მხრიდან გადის უდიდესი მილი, რომლითაც წყალი მიეწოდება ბაგებს. ეს მილი ხანდახან ზიანდება და ჟონავს წყალი. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ამ მილის გაჟონვის გამო ბიბლიოთეკის ნული სართული განსაკუთრებით დაზიანდა. ჩვენ Georgian Water and Power-ისგან მოვითხოვეთ მილის სასწრაფოდ გადაკეტვა, თუმცა მათგან უარი მივიღეთ. ეს არის ერთი საშიშროება, საიდანაც ბიბლიოთეკის ნულ სართულზე, სადაც გერმანული წიგნებია განთავსებული, სისველე შემოდის. მეორე საკითხია ბიბლიოთეკის შენობის არქიტექტურა, რომელიც არ იყო სათანადო მდგომარეობაში, როდესაც ის ბიბლიოთეკას გადაეცა. აქ არის კანალიზაციის ორი შახტა, რომელიც ასევე არ არის სათანადო მდგომარეობაში და იქიდან სისველე მოდის. მესამე წყარო არის სახურავი, რომლის გარკვეული უბნებიდან ხანდახან წვიმის წყალი ჟონავს,” – აღნიშნა დირექტორმა.

ობის გააქტიურების მიზეზები, რისკები და მისი აღმოფხვრის გზები

ობის გააქტიურების საუკეთესო გარემოა:

  • 70-75%-ზე მეტი ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი;
  • მაღალი ტემპერატურა, მოუწესრიგებელი ჰაერის კონდენცირება, სუსტი განათება, დაგროვებული მტვერი და ჭუჭყი;

ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებლის შემცირების შემთხვევაში ობი შეწყვეტს ზრდას, თუმცა გააქტიურდება, როგორც კი ტენიანობა მოიმატებს. ობის გააქტიურების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ჰაერის კონდენცირების მოწესრიგება, ტენიანობის მაჩვენებლის 40-55% შორის შენარჩუნება, სისუფთავე და საშუალო ტემპერატურის შენარჩუნება.

ობის გაჩენის შემთხვევაში სპეციალისტები მისი აღმოფხვრის რამდენიმე მეთოდზე საუბრობენ. პირველ რიგში ობის დეაქტივიზაციაა საჭირო, რაც ჰაერის გამოშრობის ან წიგნების გაყინვის გზითაა შესაძლებელი. ჰაერის გამოშრობით მცირდება ტენიანობა. გაყინვის შედეგად ობის სოკო კვდება, თუმცა სპორები კვლავ სიცოციხლისუნარიანია. აგრეთვე, გაყინვის მეთოდი შუშისა და მხატვრობის შემთხვევაში რეკომენდირებული არ არის.  კიდევ ერთი მეთოდია გამა სხივებით დამუშავება. იმის გამო, რომ დასხივება სოკოსთან ერთად ქაღალდსაც აყენებს ზიანს, სპეციალისტები მის გამოყენებას ერიდებიან. აგრეთვე არსებობს ფუმიგაციის, ანუ ეთილენ ოქსიდის გაზით დამუშავება, რომელიც მხოლოდ სერტიფიცირებული კომპანიების მიერ კეთდება.

რას გეგმავს თსუ-ს ბიბლიოთეკა?

ბიბლიოთეკის საცავში არსებული წიგნების გადარჩენის საკითხით, თავდაპირველად, გერმანული მხარე დაინტერესდა. მას წიგნების გერმანიაში გატანა და დასხივების მეთოდით მათ გაწმენდა სურდა. ბიბლიოთეკის დირექტორი იხსენებს, რომ ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის საქართველოს მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის, კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ საკანონმდებლო აქტში ცვლილებაც კი შეიტანა, რადგანაც არაიდენტიფიცირებადი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყნის გარეთ გატანა უკანონო იყო. გაიპარაშვილის განმარტებით, გერმანელებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ლურჯი ფარის პროექტის ფარგლებში მოწვეული აშშ-ს მერიოტის ბიბლიოთეკის სპეციალისტის ვიზიტის შედეგად მომზადდა მოკლე და გრძელვადიანი რეკომენდაციები: მოკლე ვადიანი რეკომენდაციები _ 1) მანდატი სრული პერსონალური დამცავი აღჭურვილობის (PPE) გამოყენების შესახებ ყველასთვის, ვინც შევა ობიან საცავებში. 2) გამოაშრეთ შენობის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი მონაკვეთები.ამუშავეთ კომერციული გამოსააშრობი აპარატები, ფარდობითი ტენიანობის 50%-ს ქვემოთ. 3) ჰაერში სპორების რაოდენობის შემცირება. გამოყენება კომერციული Photocatalytic ჟანგვის ტექნიკა (ულტრაიისფერი განათება და ტიტანის დიოქსიდი) გაანადგურებს ვირუსებს, ბაქტერიებს, ფართო სპექტრის დამაბინძურებლებს და ორგანული ნაერთებს რომლებიც იმყოფება ჰაერში. (PHotoX 500 ეფექტურად ასუფთავებს ჰაერს 4,000 კვ- მეტრამდე სივრცეში) 4) გაასუფთავეთ ობის სოკოთი დაავადებული ოთახები: HEPA ფილტრის მქონე მტვერსასრუტით, გაირეცხოს საცავების კედლები, იატაკი, ჭერი, სტელაჟები საპნითა და წყლით. 5) გაასუფთავეთ ობიანი წიგნები: HEPA ფილტრის მქონე მტვერსასრუტით, მიკრობოჭკოვანი ტილოებით;

საშუალო პერიოდზე გათვლილი ღონისძიებები 1) გაითხაროს დრენაჟი შენობის გარეთ, რომელიც იქნებს შენობის 0 სრთულის დონეზე ღრმა, უზრუნველყავით ჰაერის მოძრაობა და ააშენეთ შემაკავებელი კედელი, მიწის კედლისგან დასაშორებლად. 2) შეცვალეთ კედლების შიგნით გამავალი დაზიანებული წყალსადენი მილები; 3) შეცვალეთ სახურავის სანიაღვრე სისტემაში შემავალი მილები;

გრძელვდიანი რეკომენდაციები 1) ბიბლიოთეკა გადატანილ იქნას ახალ შენობაში, სადაც წიგნების სენხვისათვის საჭირო გარემო იქნება შექმნილი

. ერთ-კვირიანი მუშობის შედეგად, რაშიც ჩართული იყვნენ, დარგის სპეციალისტები, არქიტექტორ/ინჟინრები, ბიოლოგები, მოხდა წიგნების დამუშავების მეთოდის შერჩევა, რომელიც გულისხმობს ბიბლიოთეკის სივრცეში ლაბორატორიის (სადაც მხოლოდ ობით დაავადებული წიგნების გწმენდა მოხდება), წიგნების საშრობი ოთახის და დამოუკიდებელი საცავის მოწყობა.

ბიბლიოთეკის დირექტორი განმარტავს, რომ ახალი საცავის მოწყობა უფრო ნაკლებ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, ვიდრე ბიბლიოთეკის ნულ სართულზე განთავსებული საცავების გამოშრობა, გაწმენდა და კლიმატ კონტროლის მოწესრიგება

“ჩვენ ბუნებრივია ვაცნობიერებთ, რომ პასუხისმგეგლობა არის ჩვენი, ბიბლიოთეკის. თუმცა მე მუდამ ვამბობ, რომ ჩვენთან ერთად პასუხისმგებლობას უნდა ინაწილებდეს თბილისის ხელისუფლება.”

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super