გეთი
ს ფონდის,  Keeping It  Modern ინიციატივის კონკურსში გამარჯვებული პროექტის  “კონსერვაციის გეგმის შედგენა თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობისთვის” ფარგლებში დაგეგმილია 4 დღიანი დოკუმენტაციის ზამთრის სკოლა, რომლის განმავლობაში საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი, იკომოსის (ძეგლებისა და ღირსესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭო ) დოკუმენტაციის სამეცნიერო კომიტეტთან (CIPA) თანამშრომლობით, თხუთმეტ სტუდენტს, ახალგაზრდა არქიტექტორს, რესტავრატორს, ურბანისტს, ხელოვნების ისტორიკოსსა და ინჟინერს სთავაზობს უფასო თემატურ ტრენინგს.

ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის 16 -19 იანვარს, სესიებს გაუძღვებიან  იკომოსის დოკუმენტაციის სამეცნიერო კომიტეტის (CIPA)  მკვლევარები და ტრენერები კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციის დარგში, რომლებიც მსგავს სწავლებებს ატარებენ მსოფლიოს გარშემო. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან საბაზისო დოკუმენტაციის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტებს. ისინი გაივლიან როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ წვრთნას, გაეცნობიან საერთაშორისო ქარტიებს მემკვიდრეობის დოკუმენტაციის შესახებ და საარქივო კვლევის საფუძვლებს, არქიტექტურული მემკვიდრეობის დოკუმენტციისთვის საჭირო თანამედროვე ხელსაწყოებსა და საშუალებებს. განხილული და შესწავლილი იქნება შენობების დაცულობის მდგომარეობის შესწავლისათვის შესაფერისი სხვა ინსტრუმენტებიც, ლაზერული სკანირებისა და ინფრაწითელი ფოტოგრაფიის ჩათვლით.

ზამთრის სკოლისთვის მონაწილეები შეირჩევიან კითხვარის საფუძველზე https://goo.gl/forms/LnNE6lq60Hy8Kbjn1. კითხვარის შევსების ბოლო ვადაა 2019 წლის, 8 იანვარი. 

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super