2019 წლის  24 აპრილსა და 1 მაისს საქართველოს ეროვნულ არქივში ჩატარდა ტრენინგი – პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობისთვის კრიზისის პერიოდში. ტრენინგს უძღვებოდნენ ICCROM- ის საერთაშორისო ტრეინინგის კურსის “პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობისთვის” კურსდამთავრებულები,  მანანა თევზაძე (ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, თავმჯდომარე), მარიამ კალხიტაშვილი (ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, პროგრამების მენეჯერი) და ირაკლი ქობულია რომელმაც გაიარა საერთაშორისო სასწავლო კურსი კულტურული მემკვიდრეობის კატასტროფების რისკის მართვის შესახებ.

ტრენინგი დაყოფილი იყო ორ, თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტად. მისი შინაარსი ეფუძნებოდა ICCROM- ის ტრენინგ პროგრამას, ბოლო წლებში საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე გამოქვეყნებულ სტატიებსა და სახელმძღვანელოებს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის პირველადი მორეაგირეების  საერთაშორისო ქსელის გამოცდილებას. ტრენინგის ორივე დღეს დაესწრო საქართველოს ეროვნული არქივის  სხვადასხვა განყოფილების 30-მდე თანამშრომელი. 

თეორიულ კომპონენტში მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო ლურჯი ფარისა და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის საქმიანობას, კატასტროფებისა და კულტურულ მემკვიდრეობის გადაკვეთის სხვადასხვა ასპექტებს, როგორებიცაა რისკების შეფასება, რისკების შემცირებისა და რისკისთვის მზადყოფნის გეგმები და საარქივო მასალების დაზიანების ტიპურ რისკები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ს ეროვნული არქივის გამოცდილებას კატასტროფისთვის მზადყოფნასა და კატასტროფის შემდგომ ოპერაციებში.

პრაქტიკული სწავლებისთვის ლურჯი ფარის გუნდმა მოამზადა მიწისძვრის სცენარი და ეროვნული არქივის შენობაში მოაწყო კატასტროფის სცენა.

3

პირველ მაისს სემინარის მონაწილეები გაეცნენ კოლექციების ევაკუაციისათვის საჭირო ქმედებების ჯაჭვს და ჩაუტარდათ სამაგიდო სავარჯისო კოლექციების სტაბილიზაციისათვის საჭირო ღონისძიებებში, რომელშიც შედიოდა დაზიანებული საარქივო ერთეულების გავლებისა და გაშრობის ტექნიკები. ამის  შემდეგ მათ ეცნობათ კატასტროფის შესახებ,დაიყვნენ ჯგუფებად და განახორციელეს “დაზიანებული” კოლექციების სამაშველო და ევაკუაცია.

6

ტრენინგის დასასრულს ეროვნული არქივის თანამშრომლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ რეგულარულ ტრენინგ პროგრამაში რომელიც შემუშავებული იქნება კონკრეტულად საარქივო დოკუმენტების გადასარჩენად.

2

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super