ლურჯი ფარის საქართელოს ეროვნული კომიტეტისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ერთობლივი პროექტის – „ადგილობრივ თემზე ორიენტირებული ინსტრუმენტების შემუშავება კულტურული მემკვიდროების შენარჩუნებისა და კატასტროფებისადმი მდგრადობის გაძლიერებისათვის“ ფარგლებში დაგეგმილი საველე სამუშაო განხორციელდა 2019 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩავლით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

ხსენებული ერთობლივი პროექტი ხორციელდება ინიციატივის – პირველადი დახმარება და მედეგობა კულტურული მემკვიდრეობისთვის კრიზისის დროს (First Aid and Resilience for Cultural Heritage in Times of Crisis (FAR)ფარგლებში. მიზნობრივი ტრენინგებისა და ცოდნის გაზიარებით, FAR შესაძლებელობას აძლევს თემებს, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებს, ჰუმანიტარულ და საგანგებო სიტუაციებზე მორეაგირებს, რომ ერთად იმუშაონ და შეამცირონ ზიანის და განადგურების რისკები. პროგრამის მიზნობრივი აქტივობები მოიცავს თემებზე დაფუძნებული ინსტრუმენტების განვითარებას მოწყვლადობისა და შესაზლებლობების შეფასებისთვის(VCA). წევრი სახელმწიფო  ინსტიტუციებისთვის რჩევების მიწოდებასა და ხელმძღვანელობას ეროვნული პოლიტიკის შემუშავების და სხვადასხვა სახის ღირსშესანიშნავი ადგილებისა და დაწესებულებებისათვის კატასტროფის რისკების მართვის გეგმების შემუშავებაში.

პროექტის ფარგლებში დაბა ამბროლაურსა და ონში ჩატარდა შეხვედრებისა და სავარჯიშოების სერია, რომლებშიც ჩართული იყო 30-მდე  ადგილობრივი მონაწილე, 2 საერთაშორისო და 3 ადგილობრივი ექსპრტი საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით.

2

3

4

შეხვედრებსა და სავარჯიშოებში მონაწილეობდნენ როგორც სხვადასვა სფეროში მომუშავე (კულტურა, სოფლის მეურნეობა) ადგილობრივ მოსახლეობის,  ისე საგანგებო სიტუაციების მართვის, ძეგლთა დაცვის, კულტურისა და სოციალური სამსახურების ადგილობრივ წარმომადგენლები.

20

22

23

ადგილობრივი თემის ჩართულობის შედეგად გამოვლინდა ონისა და ამბროლაურის რაიონებისთვის პრიორიტეტული როგორც მატერიალური და არამატერიალური, ისე ბუნებრივი მემკვიდრეობა, ასევე ის რისკები რომლებიც ემუქრება რეგიონს და ამ რისკებთან გამკლავების არსებული და საჭირო მექანიზმები.

7

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super