2019 წლის 24  სექტემბერს საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის ინიციატივით, გაიმართება ერთ დღიანი სემინარი „მოდერნისტული არქიტექტურის შენარჩუნება და ადაპტაციის მნიშვნელობა  საუკეთესო შემთხვევების მაგალითზე“. სემინარს გაუძღვება  ესტონელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის ექსპერტი, რინ ალატალუ და ის გამიზნული იქნება  საჯარო სამსახურებში, ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობის მართვის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის. სემინარის მონაწილეები გაეცნობიან  საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდროების ტექნიკურ მახასიათებლებს, მათი შენარჩუნების გზებს და მნიშვნელობას, საფრთხის ქვეშ მყოფი შენობებს და მათი გადარჩენის წარმატებულ მაგალითებს ესტონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ქალბატონი რინი ასევე ისაუბრებს მდგრადი გამოყენებისა და ახალი ფუნქციების შესახებ ამ ტიპის არქიტექტურასთან მიმართებაში.

26 სექტემბერს, 18:30 საათზე ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში დაგეგმილია საჯარო ლექცია რომელიც მიეძღვნება გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

საჯარო ლექციაზე ექსპერტი ისაუბრებს მოდერნისტული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ, იმ საერთო გამოწვევებზე რომლის წინაშეც დგანან ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები ამ ტიპის მემკვიდრეობის კონსერვაცისა და ადაპტაციის დროს. ლექციაზე ნაჩვენები იქნება საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდრეობის წარმატებული კონსერვაციის მაგალითები ესტონეთიდან,ლატვიიდან და რუსეთიდან.

სემინარი და საჯარო ლექცია ჩატარდება პროექტის – „მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გეთის ფონდის, Keeping It Modern ინიციატივის დაფინანსებით ახორციელებს ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.

ფოტო:ლაგუნა ვერე, 1978
© BACU 

 

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super