2019 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის ინიციატივით, ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბში გაიმართა ერთ დღიანი სემინარი „მოდერნისტული არქიტექტურის შენარჩუნება და ადაპტაციის მნიშვნელობა საუკეთესო შემთხვევების მაგალითზე“.

სემინარს უძღვებოდა ესტონელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის ექსპერტი, რინ ალატალუ და ის გამიზნული იყო საჯარო სამსახურებში, ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობის მართვის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების უნარების გაძლიერებისათვის.

9C6A3737

სემინარის მონაწილეები გაეცნენ საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდროების ტექნიკურ მახასიათებლებს, მათი შენარჩუნების გზებს და მნიშვნელობას, საფრთხის ქვეშ მყოფი შენობებს და მათი გადარჩენის წარმატებულ მაგალითებს ესტონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მოწვეულმა ექსპერტმა ასევე ისაუბრა მდგრადი გამოყენებისა და ახალი ფუნქციების შესახებ ამ ტიპის არქიტექტურასთან მიმართებაში.

9C6A3764

9C6A3740

 

 

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super