ფოტო: სალომე მელაძე, წუნარის ეკლესია, XIV ს. დეტალი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ რომელიც გაიმართება 2020 წლის 24-25 ივნისს, თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში.

კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „2019 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში დაფინანსდა.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და ვადები 2020 წლის იანვარში გამოცხადდება.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super