ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა, 13 თებერვალი, 2020, ჟენევა. © წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2020.  მარცხნიდან მარჯვნივ: ბენჯამინ ჩარლიე (წითელი ჯვარი), პიტერ სტოუნი (ლურჯი ფარის ვიცე პრეზიდენტი/ნიუკასლის უნივერსიტეტი), კარლ ვან ჰაბსბურგი (ლურჯი ფარის პრესიდენტი), ჰელენ დურჰამი (წითელი ჯვარი), ივ დაკორდი (წითელი ჯვრის დირექტორი), ჯენიფერ პრაის ჯონსი (ლურჯი ფარი)

2020 წლის, 13 თებერვალს ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების  მემორანდუმს (Memorandum of Understanding (MoU) ჟენევაში. მემორანდუმის საფუძველზე ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება განავითარონ პარტნიორობა კულტურული მემკვიდრეობის უკეთ დასაცავად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განსახორციელებლად კონფლიქტის პირობებში. შეთანხმების შედეგად ორი ორგანიზაცია ითანამშრომლებს რათა:

  • მოუწოდონ ქვეყნებს მიიღონ და დაამტკიცონ საერთაშორისო კანონი კულტურული საკუთრების დაცვის შესახებ შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მიაწოდონ მათ ტექნიკური რჩევები ამ ცვილების განსახორციელებლად.
  • ითანამშრომლონ ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობიერების ასამაღლებლად კულტურული საკუთრების დაცვის საკითხთან დაკავშირებით.
  • გააზიარონ ინფორმაცია რომელიც ეხება რისკის ქვეშ მყოფი კულტურული საკუთრების უსაბრთხოების საკითხს.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ ხელს ვაწერ  MoU-ს წითელი ჯვრის კომიტეტთან, რადგან ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კულტურული საკუთრების დაცვა და კულტურული მემკვიდრეობა განუყოფელია ადამიანთა დაცვისაგან. წითელი ჯვრის კომიტეტსა და ლურჯი ფარს აქვთ ექსპერტიზის განსხვავებული სფეროები და ჩვენი მუშაობა მხარს უჭერს და აძლიერებს ერთმანეთის საქმიანობას.  გრძელი და ძალიან პროდუქტიული ურთიერთობის მოლოდინი მაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო ბენჯამინ ჩარლიერს წითელი ჯვრის კომიტეტიდან და პროფესორ პიტერ სტოუნს და მის კულტურული საკუთრების დაცვისა და მშვიდობის იუნესკოს გუნდს ნიუკასლის უნივერსიტეტიდან, გაერთიანებულ სამეფოში. მათი მუშაობის გარეშე, ნიუკასლის უნივერსიტეტის მხარდაჭერის გარეშე, MoU-ს არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჯენიფერ პრის ჯონსს მისი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ლურჯი ფარისა და ჰუმანიტარული საზოგადოების თანამშრომლობის განვითარების საკითხში.”

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არის დამოუკიდებელი, ნეიტრალური ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველლყოფს შეიარაღებული კონქლიქტების და სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლთა ჰუმანიტარულ დაცვას და დახმარებას. ის მოქმედებს საგანგებო სიტუაციების საპასუხოდ და ხელს უწყობს საეთაშორისო სამართლის პატივისცემას და მის ჩართვას ეროვნულ კანონმდებლობაში. მისი სამუშაოები ეფუძნება 1949 წლის ჟენევის ჯონვენციას და მას 1977 წლის დამატაბით პროტოკოლებს.

ამ თანამშრომლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ივ დაკორდმა, წითელის ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დირექტორმა განაცხადა: “კულტურული საკუთრებისა და მემკვიდრეობის დაცვა საომარი მოქმედებების დამანგრეველი ეფექტებისაგან, სამწუხაროდ, რჩება ჰუმანიტარულ იმპერატივად. შესაძლოა, დღევანდელ დღეს ისე, როგორც არასდროს. ძალების გაერთიანება ლურჯი ფარის მსგავს პარტნიორთან MoU-ს ხელმოწერის გზით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის. მე ძალიან მოხარული ვარ ამ პარტნიორობის გამო და ველი ჩვენი პროგრამების შედეგების გაძლიერებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, ლურჯ ფართან აქტოვობების კოორდინაციის გზით.”

ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად სამხედრო კონფლიქტებისა და კატასტორფების განმავლობაში და მათ შემდეგ.  ორგანიზაცია ასევე კონსულტაციას  უწევს იუნოსკოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული საკუთრების დაცვის საკითხებთან  დაკავშირებით. ლურჯი ფარი დაფუძნდა 1996 წელს და მისი ბორდი შედგება 25 ეროვნული კომიტეტის მიერ არჩეული საერთაშორისო გუნდისაგან.

“ეს ხელშეკრულება არის განახცადი, რომ ორივე ორგანიზაცია ხედავს კულტურული მემკვიდრეობის უდიდეს მნიშვნელობას საზოგადოებისათვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულტურული საკუთრების უფრო მასშტაბური დაცვისაკენ და ეს არ მოხდებოდა ნიუკასლის უნივერსიტეტის მხარდაჭერის გარეშე. პირველი ნაბიჯი უფრო ძლიერ თანამშომლობისაკენ და ვიმედოვნებთ, უკეთესი დაცვისაკენ.” პროფესორი პიტერ სოუნი, ლურჯი ფარის ვიცე პრეიზდენიტი და იუნესკოს კულუტრული საკუთრებისა დაცვისა და მშოვრობის კათედრის წვერი ნიუკასლის უნივერსიტეტში.

 

 

 

 

 

 

 

 

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super