დონორები

 

„მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში“

პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი 2018 – თებერვალი 2020

პარტნიორები: თბილისის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და ალპური კლუბი.

გრანტი გაიცა, გეთის ფონდის Keeping it Modern Initiative-ის ფარგლებში, კონსერვაციისა და მართვის გეგმის შემუშავებისა და მოვლა-პატრონობის რეკომენდაციების მოსამზადებლად, თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბისათვის რომლის ავტორები არიან  ცნობილი ქართველი არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური.

პროექტი მიზნად ისახავს: ონსერვაციის გეგმის შემუშავება თბილისში არსებული გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის შენობისათვის, რომელიც იქნება პირველი ასეთი გეგმა და იქცევა პროტოტიპიდ ამავე პერიოდის სხვა შენობებისათვის; გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის სტილის შენობის სათანადო აღდგენის, კონსერვაციისა და მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა მომავალში;ცნობიერების ამაღლება გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის პერიოდის არქიტექტურის ფასეულობის შესახებ, ქალაქის ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების წევრებს შორის, შენობის ძეგლთა ნუსხაში განთავსების, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ჩატარებული სხვადასხა აქტივობებისა და მედიის გამოყენების გზით; ახალგაზრდა არქიტექტორებისა და მემკვიდრეობის პროფესიონალების სწავლება ამ პერიოდის შენობების დოკუმენტაციის, კონსერვაციის დაგეგმვისა და სხვა თემებზე.

 

1954 წლის ჰააგის კონვენციასა და მისი ორივე ოქმის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად 

პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივნისი, 2019 – 31 მარტი, 2019

პარტნიორი: ნიუკასლის უნივერსიტეტი,  ხელოვნებისა და კულტურის სკოლა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროექტის საქმიანობა მოიცავს: მედიასაშუალებებში, სამთავრობო დაწესებულებებსა და სხვ. გაბნეული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე მოძრავი და უძრავ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ დოკუმენტების შეგროვებასა და თაგმნას; შეგროვილი მონაცემების მიხედვით რუკების შედგენას იმისთვის, რომ გავიგოთ რომელი მემკვიდრეობის ძეგლები იქნა კონფლიქტის დროს დაზიანებული. მონაცემების მიმოხილვა ნიუკასლის უნივერსიტეტთან და სამომავლო მუშაობის გზების განსაზღვრა, მონაცემთა თარგმნას ინგლისურ ენაზე; 1954 წლის ჰააგის კონვენციის, 1999 წლის მეორე ოქმის მე -9 მუხლის განხორციელებისა და ეფექტიანობის შესწავლა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მაგალითზე.

 

ჩართულობა და ურთიერთმხარდაჭერა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად

პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომბერი-დეკემბერი 2017

პარტნიორი: World Heritage Watch e.V. (Germany)

ლურჯი ფარის ეროვნულმა კომიტეტმა, როგორც პროექტის ერთ-ერთმა პარტნიორმა ქუთაისში, მესტიასა და მცხეთაში ჩაატარა სემინარები, საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე. სემინარებს ესწრებოდნენ კულტურული დაწესებულებების თანამშრომლები, როგორიცაა მუზეუმი და ბიბლიოთეკა, საშუალო სკოლის პედაგოგები, სტუდენტები, ჟურნალისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მემკვიდრეობის აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ფარგლებში BNCBS მონაწილეობდა ჟურნალისტების გაცვლით პროგრამაში, პროგრამის ფარგლებში შერჩეული ქართველი ჟურნალისტი მდგომარების კვლევის მიზნით გაემგზავრა უკრაინაში და შეხვდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს, ჰქონდა ინტერვიუები მუზეუმებისა და მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების მენეჯერებთან. მისი სტატია კიევში მსოფლიო მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ „ტაბულაში”. ამავე პროგრამის ფარგლებში რუსული ჟურნალის „გოროდ” – ის ჟურნალისტი პეტერბურგიდან ეწვია საქართველოს.

სასწრაფო რეაგირება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გავრცელებული ობის აღმოსაფხვრელად

პერიოდი: 10.2016 – 07.2017

პროექტის მიზანია 1) კოლექციების ზოგადი შენახვის პირობების შეფასება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 2) ობით დაავადებულ წიგნებთან მოპყრობისა და მათი წმენდის ოქმების განსაზღვრა, რომელიც დაიცავს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯანმრთელობას და ხელს შეუშლის 200,000- მდე დაავადებული იშვიათი წიგნის შემდგომ დაზიანებას ;3) ოქმის შედგენა ბიბლიოთეკის სარდაფში ტენიანობის პრობლემის გამოსასწორებლად, ისე რომ სარდაფის გამოყენება შეიძლებოდეს ობის ხელახალი წარმოქმნის საშიშროების გარეშე. რეკომენდაციები ფოკუსირდება კოლექციების შენარჩუნებასა და კონსერვაციის მდგრადი გეგმის შემუშავებაზე . პროექტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას თბილისის იმ დაწესებულებების პერსონალს შორის სადაც დაცულია ქაღალდის საფუძვლის მქონე კოლექციები, იმ რისკების შესახებ რომლებიც უკავშირდება ობის გაჩენას.

 

კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა

პროექტის ხანგრძლივობა: April 2016 – January 2017

პარტნიორები Cultural Heritage without Borders – CHwB (Sweden and Albania)

 

პროექტის მიზანია ფართო საზოგადოებაში მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება; “კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოების პლატფორმის” გაძლიერება და მისი საკომუნიკაციო შესაძლებლობის გაუმჯობესება, ისევე როგორც დაინტერესებული ახალგაზრდების ინფორმირება მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის თემების შესახებ.
 
პროექტის  ფარგლებში დაგეგმილია “კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოების პლატფორმის” სამოქმედო და კომუნიკაციის გეგმის შემუშავება, სადისკუსიო მრგვალი მაგიდების გამართვა მემკვიდრეობის დაცვის თემატური საკითხების ირგვლივ; ჟურნალისტების დაჯილდოება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მომზადებული საუკეთესო ჟურნალისტური მასალისთვის და “მემკვიდრეობის კლუბის” ჩამოყალიბება.
 

ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკი

პროექტის ხანგრძლივობა: 04.2016 – 10.2016

პარტნიორები: Cultural Heritage without Borders – CHwB (Sweden and Albania)

 

“ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკის” მიზანია, გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში, განავითაროს მათი, როგორც აქტივისტების უნარები, რათა გაიზარდოს სამოქალაქო ცნობიერება მემკვიდრეობის ღირებულებების, კონსერვაციის, მდგრადი გამოყენებისა და რისკების მართვის საკითხებზე.
 
პროექტი გულისხმობს 4 დღიან ინტენსიურ ტრენინგს კულტურული და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის, მართვის, მდგრადი გამოყენებისა და დაცვის პრინციპების შესახებ, ასევე მემკვიდრეობის დაცვის კამპანიების წარმოებისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული კამპანიების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
 

„დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა უნარების გაძლიერება რისკისთვის მზადყოფნისა და რეაგირებისთვის“

პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი 2015 – იანვარი,2016

პარტნიორები: WATCH International 

პროექტის ფარგლებში ქ. გორში ჩატარდა  მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალისა და შიდა ქართლის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლების ტრენინგი რისკისთვის მზადყოფნისა და საგანგებო რეაგირების ღონისძიებებში,  შემუშავდა  რეკომენდაციები დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის რისკისთვის მზადყოფნის გეგმისა და  უსაფრთხოების ინსტრუქციების  შესამუშავებლად.

ახალგაზრდული ბანაკის მოსამზადებელი პროექტი

პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი-დეკემბერი, 2015

პარტნიორებიCultural Heritage without Borders – CHwB (Sweden and Albania)

პროექტის მიზანი იყო საქართველოს ლურჯი ფარისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” შვედეთისა და ალბანეთის ოფისების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრების ორგანიზება. დაიგეგმა ერთობლივი საპროექტო წინადადება მემკვიდრეობის ახალგაზრდული ბანაკის მოსაწყობად საქართველოში, შეიქმნა ლურჯი ფარის ვებ-გვერდი და გამოიცა საინფორმაციო მასალები.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super