1მანანა თევზაძე

თავმჯდომარე

განათლებით კულტურული მემკვიდრეობის მართვის სპეციალისტი (ბრანდენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია) ბოლო ათ წელზე მეტია მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.

მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება როგორც საჯარო სამსახურს (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტი და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია – 2005-2006 წწ.), ასევე სამუზეუმო (საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი – 2006-2009) და კერძო სექტორს (არტ-ვილა გარიყულა 2009-2010).

ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს არასამთავრობო სექტორში (ICOMOS საქართველო) და ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი).

2013 წელს ლურჯი ფარის დაფუძნებისას არჩეულ იქნა ორგანიზაციის თავმჯდომარედ. მისი სურვილია, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა იტვირთოს აქტიური როლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში და ხელი შეუწყოს, საგანგებო სიტუაცებში უძრავი და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემის სრულყოფას.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super