მარიამ კალხიტაშვილი

პროგრამების მენეჯერი

მარიამი ფერწერის რესტავრატორია, 2006 წლიდან მუშაობს დაზგური და მონუმენტური ფერწერის რესტავრაციაზე. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტს შეუერთდა 2013 წელს, ხოლო 2015 წელს გაიარა ICCROM -ის (კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრი) სპეციალური კურსი პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობისათვის კრიზისის პერიოდში.

მთავარი მიზეზი, რამაც გამოიწვია მარიამის ინტერესი, ემუშავა ლურჯ ფართან ერთად არის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობების გახშირება, მოქმედების ოქმების არ არსებობა საგანგებო და პოსტ-კრიზისულ მდგომარეობებში კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე პროფესიონალებისთვის.

უახლოეს მომავალში ორგანიზაციასთან ერთად აპირებს ვორქშოფების სერიაზე მუშაობის გაგრძელებას, რომლის მიზანი იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების უნარების გაძლიერება კულტურული მემკვიდრეობის უკეთ დასაცავად საგანგებო სიტუაციების დროს.

Powered by Watch Dragon ball super