ამოქმედდა საერთაშორისო ლურჯი ფარის ახალი ვებგვერდი

ამოქმედდა საერთაშორისო ლურჯი ფარის ახალი ვებგვერდი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ახლახანს ამოქმედდა საერთაშორისო ლურჯი ფარის ახალი ვებგვერდი: https://theblueshield.org/

ახალი ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციას, მის მიზნებს, პროექტებსა და ინიციატივებს. ასევე, თვალი ადევნოთ ახალ ამბებს მსოფლიოში საფრთხის წინაშე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ.

სიახლეებთან ერთად, ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ  რესურსები და დოკუმენტაცია, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ გაერკვეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშრებულ საკითხებში.

საერთაშორისო ლურჯი ფარის ვეგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი ეროვნული კომიტეტების შესახებაც. საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ მოხალისეობრივი პროექტები, სტაჟირების შესაძლებლობები და ჩაერთოთ კომიტეტის საქმიანობაში.

ვებგვერდი რომელიც საზოგადოებას სანდო ინფორმაციას აწვდის და კომიტეტთან თანამშრომლობის საშუალებას აძლევს, მართლაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, წვლილი შეიტანონ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super