განცხადება “ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკში” მონაწილეობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის შესახებ

 

“ლურჯი ფარის” საქართველოს ეროვნული კომიტეტი და შვედური ორგანიზაცია “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე”, ამა წლის 16-20 მაისს ბულაჩაურის “მწვანე ცენტრში” აწყობს “ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკს”. ბანაკში მონაწილეობისათვის მოწვეული არიან კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებული აქტიური ახალგაზრდები 17 წლის ასაკიდან. მონაწილეებს სასურველია ჰქონდეთ სამოქალაქო აქტიურობის გამოცდილება და/ან მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული კულტურული ან ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პროგრამასა თუ კამპანიაში.

ბანაკში ლექტორებად მოწვეული არიან ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ICOMOS საქართველო, CANVAS, SAVE Britain’s Heritage და Green Peace Nordic. ტრენინგის პროგრამა დაეთმობა კულტურული და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის, მართვის, მდგრადი გამოყენებისა და დაცვის პრინციპების სწავლებას, ასევე მემკვიდრეობის დაცვის კამპანიების წარმოებისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული კამპანიების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ტრენინგი მოიცავს ინტერაქტიულ უორკშოპებს, საველე სემინარს, ფილმების ჩვენებებს, დისკუსიებსა და ჯგუფურ მუშაობას. მონაწილეებმა უნდა შეიმუშაონ კონკრეტული კამპანიის პროექტი. 1-15 ივლისამდე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ კონსულტაცია მათ მიერ შერჩეულ ერთ-ერთ ლექტორთან და აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ ბანაკის შემდგომ ერთდღიან შემაჯამებელ შეხვედრაში, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში 10 სექტემბერს.

ბანაკში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად.

მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ მისამართზე: info@blueshield.ge 2016 წლის 4 აპრილის ჩათვლით.

შერჩეულ კანდიდატებს მოიწვევენ გასაუბრებაზე, რომელიც გაიმართება 18-21 აპრილს თბილისში. კანდიდატებს რეგიონებიდან აუნაზღაურდებათ თბილისში ტრანსპორტირების ხარჯი.

პროგრამა ხორციელდება პროექტის “ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკი” ფარგლებში, რომლის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა ბუნებრივი და კულტურული რესურსების დასაცავად. პროექტის დონორია შვედური ფონდი “Forum Syd”.

ორგანიზატორთათვის მნიშვნელოვანია როგორც თბილისში, ასევერე გიონებში მცხოვრებ ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობა. სულ შეირჩევა 20 ახალგაზრდა, რომელთა მონაწილეობის ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზატორი.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super