განცხადება მემკვიდრეობის კლუბის სალექციო კურსის  “კულტურის განათლება“ მონაწილეთა შერჩევის შესახებ

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და შვედური ორგანიზაცია “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” ერთობლივი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში იწვევენ დაინტერესებულ პირებს მემკვიდრეობის კლუბის მორიგ სალექციო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

ორკვირიანი სალექციო კურსი „კულტურის განათლება“ გამიზნულია პედაგოგთათვის, რომლებიც საშუალო სკოლაში ასწავლიან საგნებს: ხელოვნება, ისტორია, მსოფლიო ისტორია ან სამოქალაქო განათლება, ასევე სამუზეუმო პედაგოგთათვის და ნებისმიერი სპეციალისტისთვის, ვინც დაინტერესებულია კულტურისა და განათლების საკითხებით.

კურსის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩატარდება 2016 წლის 22 ნოემბერს, 19:00 საათზე.

კურსის მიზანია,  კულტურის განათლების თემის პოპულარიზაცია, სასკოლო და სამუზეუმო პედაგოგთა ინფორმირება კულტურის სწავლების თანამედროვე მიმართულებების შესახებ და პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და მეთოდოლოგიების გაზიარება.

კურსის აღწერილობა: კურსი მოიცავს თემებს, როგორიცაა: ინტერკულტურული დიალოგი, კულტურა და პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობის სწავლების მეთოდოლოგიური ასპექტები, კულტურული მრავალფეროვნება.

ლექციები ჩატარდება ლურჯი ფარის ოფისში, ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი # 72. მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ ფორმა 2016 წლის 21 ნოემბრამდე.

სალექციო კურსს გაუძღვება ისტორიის დოქტორი, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი,  ნანა ციხისთავი.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super