განცხადება „მემკვიდრეობის კლუბის„ სალექციო კურსის  „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ძირითადი ცნებები და მექანიზმები“ მონაწილეთა შერჩევის შესახებ

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და შვედური ორგანიზაცია “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” ერთობლივი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშსამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში იწვევენ დაინტერესებულ ახალგაზრდებს 17 წლის ასაკიდან მემკვიდრეობის კლუბში გასაწევრიანებლად.

„მემკვიდრეობის კლუბის“ ფარგლებში ა.წ. 16 მაისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, 19:00-21:00 საათზე ჩატარდება სალექციო კურსი თემაზე „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – ძირითადი ცნებები და მექანიზმები“.

კურსის მიზანია,  აამაღლოს მონაწილეთა ცოდნა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ძირითადი ცნებების, მათი რაობისა, აკმ-ის შენარჩუნების მთავარი პრინციპების, წამახალისებელი სტრატეგიებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.

კურსის აღწერილობა

კურსი გათვალისწინებულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენით, დოკუმენტირებით, დაცვითა და შენარჩუნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. სასწავლო კურსში ჩართული იქნება როგორც ზოგადი ინფორმაცია აკმ-სთან დაკავშირებულ ცნებებსა და პრინციპებზე, ასევე კონკრეტული მაგალითების ანალიზი, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო პრაქტიკიდან.

კურსი მოიცავს როგორც სალექციო, ისე პრაქტიკული სავარჯიშოების კომპონენტს. ლექციების ძირითად ნაწილს გაუძღვება ანა შანშიაშივილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის შემოქმედებითი ხელმძღვანელი. კურსის მსვლელობისას ლექტორებად მოწვეულ იქნებიან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში ჩართული ექსპერტები და პრაქტიკოსები.

კურსზე დასწრების პარალელურად მონაწილეები იმუშავებენ კონკრეტულ ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც უნდა შეეხებოდეს საქართველოში აკმ-ს რომელიმე ელემენტის გამოვლენას, დოკუმენტირებას, დაცვასა და შენარჩუნებას. კურსის დასკვნით ეტაპზე ყოველი მონაწილე წარმოადგენს მათ მიერ შერჩეული აკმ ელემენტის შენარჩუნების კონკრეტულ ხედვასა და სამოქმედო გეგმას.

ლექციები ჩატარდება ლურჯი ფარის ოფისში, ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი # 72. მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა და გამოაგზავნოთ მისამართზე: info@blueshield.ge ა.წ. 11 მაისამდე.

მემკვიდრეობის კლუბი კულტურული მემკვიდრეობით  დაინტერესებულ პირებს ა.წ. მაისიდან დეკემბრის ჩათვლით აგრეთვე შესთავაზებს სალექციო კურსებს შემდეგ თემებზე:

  1. პროექტებისმართვა კულტურის სფეროში;
  2. კულტურულიმემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია და მენეჯმენტი;
  3. კულტურულიმემკვიდრეობა და სამართალი;
  4. კულტურულიმემკვიდრეობა და აქტივიზმი.

აღნიშნული კურსების და კლუბის სხვა აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება ლურჯი ფარის ვებ-გვერდსა www.blueshield.ge და ფეისბუქ გვერდზე facebook.com/blueshieldgeorgia.

Powered by Watch Dragon ball super