განცხადება “მემკვიდრეობის კლუბის” სალექციო კურსის “პროექტის დაგეგმვა და მართვა კულტურის სფეროში“ მონაწილეთა შერჩევის შესახებ

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და შვედური ორგანიზაცია “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” ერთობლივი პროექტის „კულტურულიმემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში იწვევენ დაინტერესებულ ახალგაზრდებს 17 წლის ასაკიდან მემკვიდრეობის კლუბში გასაწევრიანებლად.

„მემკვიდრეობის კლუბის“ ფარგლებში ა.წ. 31 მაისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 19:00 საათზე, ჩატარდება სალექციო კურსი თემაზე “პროექტის დაგეგმვა და მართვა კულტურის სფეროში”.

კურსის მიზანია გაუღვივოს მონაწილეებს შემოქმედებითი მიდგომა, რაც შეიძლება ფართო ჭრილში დაანახოს კულტურა და მისი შესაძლებლობები, როგორც სიცოცხლისუნარიანი სოციალური და ეკონომიკური განვითარების საფუძველი, ამასთანავე, აამაღლოს მონაწილეთა ცოდნა იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც გულისხმობს ჩვენი სინამდვილის საჭიროებების განსაზღვრას, პროექტის კონცეფციის შემუშავებას, საპროექტო წინადადების ჩამოყალიბებასა და პროექტის მართვას კულტურის სფეროში.

კურსის აღწერილობა

თითოეული სემინარის ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებსა და დისკუსიებს, რომელიც გაამყარებს თეორიულ მასალას და მონაწილეებს გუნდური მუშაობის გამოცდილებას შესძენს. მოყვანილი იქნება კონკრეტული ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო პროექტების მაგალითები, გაკეთდება მათი შედეგების ანალიზი და შეფასება.

კურსი მოიცავს როგორც სალექციო ნაწილს, ისე პრაქტიკული სავარჯიშოების კომპონენტს. კურსის მსვლელობისას ლექტორებად მოწვეულ იქნებიან კულტურის სფეროში, ასევე კერძოდ, კმ-ს დარგში, პროექტის დაგეგმვასა და მართვაში გამოცდილი ექსპერტები და მენეჯერები.

თეორიულ კურსზე დასწრების პარალელურად მონაწილეები ჯგუფურად იმუშავებენ კონკრეტულ ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც კვეთაში იქნება კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის პრობლემატიკასთან. წარმოდგენილი იქნება საპროექტო იდეები. რამდენიმე საუკეთესო კონცეფციის საფუძველზე შემუშავებულ იქნება საპროექტო წინადადებები და პროექტის განხორციელების სამოქმედო გეგმები.

ლექციები ჩატარდება ლურჯი ფარის ოფისში, ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი # 72. მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა და გამოაგზავნოთ მისამართზე: info@blueshield.ge ა.წ. 30 მაისამდე.

მემკვიდრეობის კლუბი კულტურული მემკვიდრეობით  დაინტერესებულ პირებს ა.წ. მაისიდან დეკემბრის ჩათვლით აგრეთვე შესთავაზებს სალექციო კურსებს შემდეგ თემებზე:

  1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია და მენეჯმენტი;
  2. კულტურულიმემკვიდრეობა და სამართალი;
  3. კულტურულიმემკვიდრეობა და აქტივიზმი.

აღნიშნული კურსების და კლუბის სხვა აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება ლურჯი ფარის ვებ-გვერდსა www.blueshield.ge და ფეისბუქ გვერდზეfacebook.com/blueshieldgeorgia.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super