განცხადება მემკვიდრეობის კლუბის სალექციო კურსში “კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და მართვა “ მონაწილეთა შერჩევის შესახებ

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და შვედური ორგანიზაცია “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” ერთობლივი პროექტის “კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ჩართვა“, იწვევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 17 წლის ასაკიდან მემკვიდრეობის კლუბის სალექციო კურსში “კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და მართვა“ მონაწილეობის მისაღებად.

კურსი ჩატარდება 2016 წლის 1 დეკემბრიდან ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.

კურსის მიზანია გააცნოს მსმენელებს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა მართვის საფუძვლები.

კურსის აღწერილობა: კურსის მანძილზე მიმოხილული იქნება კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და მართვის სრული პროცესი დაწყებული ძეგლის იდენტიფიკაციიდან  და მისი ღირებულებების შეფასებიდან, დამთავრებული მართვის სტრატეგიების განსაზღვრითა და განხორციელებით. კურსის პროცესში ჩართული იქნება პრაქტიკული აქტივობებიც.

კურსს გაუძღვებიან შემდეგი სფეროს მოქმედი სპეციალისტები:ხელოვნებათმცოდნე,არქიტექტორ -რესტავრატორი,კედლის მხატვრობისა და ქვის რესტავრატორი,კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი,იურისტი.

ლექციები ჩატარდება ლურჯი ფარის ოფისში, ქ .თბილისი ა. წერეთლის #72.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა და გამოაგზავნოთ მისამართზე info@blueshield.ge  2016 წლის 30 ნოემბრამდე.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super