დევიდ ისაკსონის ვიზიტი საქართველოში

კომუნიკაციის საკონსულტაციო კომპანია Global Reporting-ის წარმომადგენელი დევიდ ისაკსონი უკვე საქართველოშია. ისაკსონი საქართველოში ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ არის მოწვეული პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში.

20 სექტემბერს, დევიდ ისაკსონი ჩაატარებს ვორკშოპს სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ. ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

‣ მედიის ცვალებადი ლადნშაფტი;
‣ სტრატეგიული კომუნიკაციის როლი;
‣ დისკუსია: რას ნიშნავს ეს საქართველოს რეალობისთვის;
‣ როგორ მუშაობს სოციალური მედია;
‣ ბრეინსტორმინგი: კომუნიკაციის იდეები.

21-22 სექტემბერს, ასევე დაგეგმილია ინტენსიური ტრენინგ კურსი “კომუნიკაციის სტრატეგია კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად“, სადაც ისაკსონი “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” წარმომადგენელთან, ანიკა მანგუნსონთან ერთად შემდეგ თემებზე ისაუბრებს:

  • შესავალი სტრატეგიულ კომუნიკაციაში;
  • დისკუსია: როგორ გამოვიყენოთ სტრატეგიული კომუნიკაცია?
  • ჯგუფური სამუშაო: სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მათთან წვდომის მეთოდები;
  • შესავალი სოციალური მედიის ინსტრუმენტებში.
  • დისკუსია, სოციალური მედია, უპირატესობები და შეზღუდვები.
  • შთამაგონებელი კამპანიები.მაგალითები. დისკუსია.
  • აქტივისტიდან გასათვალისწინებელ ძალამდე, გავლენის მოპოვების საუკეთესი გზა. ძალაუფლების ანალიზი, ვინ არის პოტენციური მოკავშირე? ვისგან ველოდოთ ყველაზე ძლიერ წინააღმდეგობას?
  • პრაქტიკული სამუშაო კამპანიის აქტივობების გარშემო. დისკუსია შედეგების შესახებ.
  • მემკვიდრეობის საზოგადოების ხედვისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.
  • აქტორებს შორის კომუნიკაცია ორგანიზაციის გაძლიერების მიზნით;
  • შეჯამება.მომავალი საქმიანობისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ისაკსონმა უკვე გამართა შეხვედრები კულტურის სფეროს რამდენიმე აქტივისტთან და მათთან ერთად მემკვიდრეობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის კომუნიკაციაზე იმუშავებს. ის დაინტერესებულია კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე კამპანიების შედეგებით.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super