შიდა ქართლის რეგიონის ძირითადი მუზეუმებისა და დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების პრაქტიკული ტრენინგი თემაზე: „სამუზეუმო კოლექციების დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს“

2015 წლის 19-23   ოქტომბერს ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებითა და პრინც კლაუსის ფონდის (Prince Claus Fund) საგანგებო რეაგირების პროგრამის  (Cultural Emergency Response Programme CER) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა უნარების გაძლიერება რისკისთვის მზადყოფნისა და რეაგირებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა შიდა ქართლის რეგიონის ძირითადი მუზეუმებისა და დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების პრაქტიკული ტრენინგი თემაზე: „სამუზეუმო კოლექციების დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს“.

ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო ასოციაცია WATCH-ის წევრი ექსპერტები.

პირველ დღის განმავლობაში, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ძირითად წესებსა და კონცეფციებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისას. თეორიული ტრენინგი მიეძღვნა  საგანგებო სიტუაციებში მოქმედი გუნდის შემადგენლობასა და ფუნქციების გადანაწილებას, საფრთხეში მყოფი არტეფაქტების  კლასიფიკაციის ფორმის შედგენას. მონაწილეები ასევე გაეცნენ სხვადასხვა სამაშველო მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სცენარის ფარგლებში მოქმედებისას, მაგ როგორიცაა წყლითა და ცეცხლით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა, მწერების ინვაზიები და ა.შ.

მეორე დღე დაეთმო ხანძრის სიმულაციას. მონაწილეები დაიყვნენ სამ ჯგუფად, თითოეული მათგანის დავალება იყო დაახლოებით 15 ექსპონატის გადარჩენა ხანძარში გახვეული მუზეუმიდან. მათ უნდა შეექმნათ სამუშაო სადგურები და შეეფუთათ ექსპონატები მათი შემადგენელი მასალების გათვალისწინებით.

ბოლოს დღეს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super