კულტურული მემკვიდრეობის საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა: კანონმდებლობისა და ეროვნულ მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში არსებული სიტუაციის ანალიზი

2016 წლის 9 დეკემბერს, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა გამართა კვლევის პრეზენტაცია: კულტურული მემკვიდრეობის საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა: კანონმდებლობისა და ეროვნულ მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში არსებული სიტუაციის ანალიზი.

მთავარი მიგნებები:

  1. ცნობიერება საგანგებო სიტუაციებასთვის მზაობის მნიშვნელობის შესახებ დაბალია, რომ ამ მიმართულებას არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება და არ ხდება შესაძლო საფრთხეებისა და რისკების ანალიზი, ასევე მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა.
  2. კვლევაში ჩართული ინსტიტუტუციების წარმომადგენლებში დაბნეულობას იწვევს გამოყენებული, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია.
  3. ხშირია მისკომუნიკაცია კულტურულ ინსტიტუციასა და მათთან დასაქმებული სხვა უწყების თანამშრომლების ხელმძღვანელობას შორის.
  4. საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმებზე, ისევე როგორც ექსპონატების საევაკუაციო გეგმებზე (არსებობის შემთხვევაში) წვდომა არ აქვთ რიგით თანამშრომლებს.
  5. დაცვის თანამშრომლებს, ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ არ უტარდებათ საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და ექსპონატებისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის წვრთნები.
  6. საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა (არსებობის შემთხვევაში) ხშირად მხოლოდ ორ რისკ ფაქტორზე ქურდობასა და ხანძარზეა გათვლილი.
  7. თითქმის არც ერთ ინსტიტუციას არ აქვს ცალკე ბიუჯეტი უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის საჭირო საინვესტიციო და მიმდინარე ხარჯების დასაფარად.
  8. თითქმის არცერთ დაწესებულებას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ აქვს მარაგი რომელიც საჭირო იქნება  საგანგებო   სიტუაციებში მოქმედებისას ( მაგ. შესაფუთი მასალები, კონტეინერები, ტენტი (ბრეზენტი), პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა.


რეკომენდაციები

 

უსაფრთხოების პოლიტიკა

სასურველია ასეთი არსებობდეს  ყველა ინსტიტუციაში, მიუხედავად იმისა იღებენ თუ არა  ზუსტ დირექტივებს შესაბამისი სამინისტროების ან სხვა უწყებებისაგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობები საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმაში გასათვალისწინებელი ისეთი დეტალების შესახებ რომლებიც მხოლოდ კონკრეტული ინსტიტუტციის თანამშრომლებისათვის არის ცნობილი. უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა მეტწილად დამოკიდებულია ინსტიტუციის ხელმძღვანელზე.

კოლექციების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი

უსაფრთხოების მენეჯერების განსაზღვრას დიდი მნოშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციებში ეფექტური და დროული რეაგირებისათვის, რადგან ამ დროს კოლექტიურმა პასუხისმგებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაბნეულობა და საგრძნობლად შეანელოს რეგირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით შემთხვევიდან 48, კრიტიკული საათის განმავლობაში. სასურველია პერსონალის განსაზღვრასთან ერთად შედგეს  დოკუმენტი, სადაც ზედმიწევნით იქნება გაწერილი პერსონალის უფლება-მოვალეობები.

რისკების ანალიზის დოკუმენტი

ადექვატური და კოლექციების საჭიროებებზე მორგებული (ასევე სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებზე გათვლილი) სამოქმედო გეგმის შედგენისათვის, რომელიც წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს საგანგებო სიტუაციებთან გასამკლავებლად  აუცილებელია შედგეს რისკების ანალიზის დოკუმენტი, სადაც განხილული იქნება:

  • ყველა შესაძლო საფრთხე რომლებიც შესაძლოა ექსპონატებს დაემუქროს;
  • თითოული რისკის სიდიდის შეფასება;
  • განსაზღვრული (მიგნებული) რისკების  შესაძლო შემცირების სტრატეგიები;
  • თითუეულ სტრატეგიასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სარგებლის ანალიზი;


საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო  გეგმა _
სასურველია საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ როგორ ინსტიტუციის თანამშრომლები ასევე უსაფრთხოების სამსახურები ან/და მოწვეული ექსპერტი რომელსაც ექნება მსგავს გეგმებზე მუშაობის გამოცდილება, საგანგებო სიტუაციების გეგმაში ზედმიწევნით უნდა იყოს გაწერილი ყველა მოქმედი პირის უფლება-მოვალეობები და ქმედებების თანმიმდევრობა. ორივე, რისკების ანალიზის დოკუმენტისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმების გადახედვა უნდა ხდებოდეს პერიოდულად ( რათა თვიდან ავიცილოთ იმ ცვლილებების შესახებ არაინფორმირებულობა, რომლებმაც შეიძლება დააბრკოლოს საგანგებო სიტუაციებში მოქმედი გუნდი).

საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა უნდა ფარავდეს შემდეგ პუნქტებს:

  • პრევენცია – აღმოფხვრას რისკები ან შეამციროს მათი შესაძლო ზემოქმედება თანამშრომლებსა და სტუმრებზე, კოლექციებზე  და აქტივებზე.
  • მზადყოფნა – პერსონალის მომზადება და აღჭურვა  რათა წარმატებით გაუმკლავდნენ საგანგებოსიტუაციებს. მაგალითად შეიქმნას იმ პირებისა და ორგანიზაციების სატელეფონო სიები რომელთაც დაუკავშირდებიან საგანგებო სიტუაციებში, მასალებისა და აღჭურვილობის მარაგი, თანამშრომლებისა და მოხალისეების ტრენინგი მათი გამოყენების შესახებ.
  • საპასუხო ქმედებები – შემთხვევის შემდგომი შესაძლო დაზიანებების თავიდან აცილება და დანაკარგების მინიმუმადე დაყვანა. მაგალითად თანამშრომლებისა და მოხალისეების ტრეინინგი  ვიზიტორების, თანამშრომლების, კოლექციების და ჩანაწერების უსაფრთხოდ ევაკუაციის საკითხში.
  • აღდგენა – კადრების მომზადება და ტრეინინგი, იმ პროცესების განსახორციელებლად  რომელიც უბრუნებს ოპერაციებს ნომალურ სახეს. მაგალითად, კოლექციების დახარისხება და  ექსპონატების ძირითადი გაწმენდითი სამუშაოების წარმოება შემთხვევის შემდეგ.


განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ექსპონატების სია

ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი რომლის საფუძველზეც ხდება გადასარჩენი ექსპონატების თანმმდევრობის განსაზღვრა, მისი არსებობა ერთ-ერთი პირობაა ეფექტური ევაკუაციისათვის.

კვლევაში ჩართული იყო 13 ინსტიტუცია, აქედან 6 – ის (საქართველოს ეროვნული არქივი,კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, თსუ ბიბლიოთეკა,ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) კოლექციები ძირითადად ქაღალდის საფუძვლის მქონე დოკუმენტებისაგან/ექსპონატებისაგან შედგება, 7 კი არის მუზეუმი ( ეროვნული მუზეუმი, აბრეშუმის მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხელოვნების მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცდონეობის მუზეუმი, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი).

კვლევა ჩატარდა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და ორგანიზაციასთან – “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” თანამშრომლობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის ციკლის ფარგლებში.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super