კულტურული მემკვიდრეობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წევრთა შეხვედრა

2016 წლის 12 მაისს, საქართველოს ლურჯი ფარის ორგანიზებით “კულტურული მემკვიდრეობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის” წევრთა მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა და მოძრაობებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელმომწერთა სიაში არიან: მწვანე მუშტი, ბულიონი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, იარე ფეხით, ქეთი შავგულიძე, როგორც დამოუკიდებელი აქტივისტი.

შეხვედრაზე პლატფორმის წევრებმა წარადგინეს ინიციატივები პლატფორმის სამოქმედო გეგმისა და საქმიანობის შესახებ.

“კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოების პლატფორმა” ჩამოყალიბდა პროექტ “კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა”, რომლის მიზანია ფართო საზოგადოებაში მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია “კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოების პლატფორმის” სამოქმედო და კომუნიკაციის გეგმის შემუშავება, სადისკუსიო მრგვალი მაგიდების გამართვა მემკვიდრეობის დაცვის თემატური საკითხების ირგვლივ.

      პლატფორმაპლატფორმა     IMG_0951   პლატფორმა

Powered by Watch Dragon ball super