კედლის მხატვრობის და ფასადის დეკორატიული ელემენტების საკონსერვაციო პროექტის მომზადება და პრაქტიკა

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საზოგადოება “ბათომი”-ს თანამშრომლობით, 2016 წლის 21 ინავარს გაიმართა კედლის მხატვრობისა და ქვის რესტავრატორის, ლელა ნინოშვილის საჯარო ლექცია “კედლის მხატვრობის და ფასადის დეკორატიული ელემენტების საკონსერვაციო პროექტის მომზადება და პრაქტიკა”.

ლექციის ფარგლებში საუბარი შეეხო კედლის მხატვრობის და ისტორიული შენობის ფასადების დეკორატიული ელემენტების კონსერვაცია–რესტავრაციის საკითხებს, როგორიცაა პროექტირება, მართვა და ფიზიკური რესტავრაცია. ასევე, განხილული იყო დაფინანსების შესაძლო ვარიანტები, წინასაკონსერვაციო კვლევის მნიშვნელობა, დესტრუქციული და არადესტრუქციული, თანამედროვე და ტრადიციული მეთოდები კონკრეტული მაგალითების გამოყენებით.

ლექცია ჩატარდა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტის “კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ, ორგანიზაციასთან “ბათომი” თანამშრომლობით.

 

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super