მანანა თევზაძის საჯარო ლექცია “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს”

11 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის, მანანა თევზაძის საჯარო ლექციაზე „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს”.

ლექციის ძირითადი თემებია სამუზეუმო, საბიბლიოთეკო და საარქივო კოლექციების წინაშე არსებული საფრთხეები; კოლექციების დაზიანების თავიდან აცილების გზები და რისკისთვის მზადყოფნის გეგმები; საგანგებო სიტუაციებში რეაგირება; ევაკუაცია და საგანგებო დოკუმენტაცია/ინვენტარიზაციის მნიშვნელობა.

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი დაფუძნდა 2013 წელს  და აღიარებულია ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის მიერ. საქართველოს ლურჯი ფარი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან; რისკისათვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის ღირებულებებისა და მის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.

სამუზეუმო, საბიბლიოთეკო და საარქივო კოლექციები, ისევე როგორც მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები, ხშირად ხვდება დაზიანებისა და განადგურების მაღალი რისკის ქვეშ. აღნიშნულის მიზეზს სხვადასხვა ტიპის საფრთხეები და კოლექციებისა თუ ძეგლების დაუცველობა წარმოადგენს. საქართველოში, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივი მიზეზით წარმოქმნილი თითქმის ყველა საფრთხე რეალურია (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ტყის ხანძრები, ქარიშხალი), ასევე ხშირია ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი და ტექნოგენური კატასტროფის გამომწვევი საფრთხეები.

ლექცია ტარდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. №1

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super