მემკვიდრეობის კლუბის კურსი “კულტურული მემკვიდრეობა და აქტივიზმი”

2016 წლის 6 ოქტომბერს, მემკვიდრეობის კლუბის მესამე სალექციო კურსი “კულტურული მემკვიდრეობა და აქტივიზმი” გაიხსნა.

პირველი ლექცია დაეთმო სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოების ჩართულობის ფაზების განსაზღვრებას. აგრეთვე ჯგუფურ პრაქტიკულ სამუშაოებს სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ.

კურსის მიზანია მონაწილეთათვის სამოქალაქო აქტივიზმის არსის გაცნობა, ისტორიული და უახლოესი წარსულის მემკვიდრეობის სფეროს სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილების მიმოხილვის საშუალებით, წარმატებული კამპანიის დაგეგმვის სტრატეგიის სწავლება. მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე განივითარებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს კამპანიების დასაგეგმად და განსახორციელებლად,გაეცნობიან ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო საშუალებებს და იმუშავებენ  კამპანიის დაგეგმვაზე.

კურსის აღწერილობა: თითოეული სემინარის ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებს და დისკუსიებს,რაც მონაწილეებს გუნდურად მუშაობის საშუალებას მისცემს. მოყვანილი იქნება   კონკრეტული განხორციელებული, რეგიონალური თუ საერთაშორისო  აქტივისტური კამპანიების მაგალითები და შესაბამისად გაკეთდება მათი  შედეგების ანალიზი.

კურსს უძღვებიან ორგანიზაცია “კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის“ წარმომადგენლები დიანა კაკაშვილი და პაატა ალავერდაშვილი.

მემკვიდრეობის კლუბი დაფუძნდა ლურჯი ფარის და შვედური ორგანიზაცია “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” ერთობვლივი პროექტის “კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super