მემკვიდრეობის კლუბის კურსი “კულტურული მემკვიდრეობა და სამართალი”

მემკვიდრეობის კლუბის კურსი “კულტურული მემკვიდრეობა და სამართალი”

2016 წლის 9 ნოემბერს დაიწყო მემკვიდრეობის კლუბის მეოთხე სალექციო კურსი “კულტურული მემკვიდრეობა და სამართალი”. კურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სამართლის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნა, ცნობიერების ამაღლება, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი გაანალიზება.

კურსის ფარგლებში მონაწილეთათვის მიმოხილული იქნება კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო, ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციები. ასევე განხილული იქნება კანონმდებლობისა და სასამართლო ხარვეზები პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით. თეორიული სწავლების პერიოდში მონაწილეები გაეცნობიან საკითხავ მასალას. შეხვედრის პირველი საათი დაეთმობა ლექციის თეორიულ ნაწილს,ხოლო მეორე ნაწილი – პრაქტიკული ქეისების განხილვას.  კურსის მანძილზე მოწვეული იქნებიან იურისტები, რომლებსაც უმუშავიათ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში წარმოებულ კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე.

კურსს უძღვება იურისტი გიორგი ჩიტიძე.

Skills

Posted on

November 17, 2016

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super