მოხალისეთა ტრენინგი თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისების დროს“

11 მარტს ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პრინცი კლაუსის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის “სასწრაფო რეაგირება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გავრცელებული ობის აღმოსაფხვრელად” ფარგლებში ატარებს ერთდღიან საბაზისო ტრენინგს თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისების დროს“. ტრენინგი გამიზნულია კულტურული მემკვიდრეობის საგანგებო სიტუაციებში დაცვის მოხალისეთა მსურველთათვის, რომლებსაც აქვთ ინტერესი, საბაზისო ტრენინგის გავლის შემდეგ, ითანამშრომლონ ლურჯი ფართან მოხალისეთა შემდგომი წვრთნის გავლისა და ჩატარების მიზნით.

მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 72

დრო: 11 მარტი. 10:00 – 16:00 საათი

ტრენინგში მონაწილეობისთვის შეირჩევა პირველი 25 დარეგისტრირებული მსურველი. უპირატესობა მიენიჭება ლურჯი ფარის მოხალისეთა ბაზაში დარეგისტრირებულ და ლურჯი ფარის კლუბის წევრ მსურველებს.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა ბმულზე: https://goo.gl/forms/oNqMtmxRHXHCnDiA2

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super