2017 წლის 4 თებერვალს,  ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გაიმართა მერიოტის ბიბლიოთეკის (იუტას უნივერსიტეტი,სოლთლეიქ სითი, აშშ) წიგნების შენახვა/დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რენდი სილვერმანის საჯარო ლექცია “ობის ეფექტის შემცირების გზები”.

ლექციაზე სილვერმანმა ობის წარმოქმნის მიზეზებსა იმ გარემო პირობებზე ისაუბრა, რომლებიც ობის წარმოქმნასა და გააქტიურებას ხელს უწყობს. ის ასევე შეეხო დაობებული წიგნების გაწმენდის სხვადასხვა ტექნიკებსა და საცავების გამოშრობის მეთოდებს.

პროექტის ფარგლებში სილვერმანმა, აგრეთვე, მოინახულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავები. სილვერმანის მონაწილეობით შემუშავდება თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავში არსებული გერმანული წიგნების გაწმენდისთვის საჭირო რეკომენდაციები.

პროექტის მიზანია :

  • კოლექციების ზოგადი შენახვის პირობების შეფასება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში;
  • ობით დაავადებულ წიგნებთან მოპყრობისა და მათი წმენდის ოქმების განსაზღვრა, რომელიც დაიცავს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯანმრთელობას და ხელს შეუშლის 200,000-მდე დაავადებული იშვიათი წიგნის შემდგომ დაზიანებას;
  • ოქმის შედგენა  ბიბლიოთეკის სარდაფში ტენიანობის პრობლემის გამოსასწორებლად, ისე რომ სარდაფის გამოყენება შეიძლებოდეს  ობის ხელახალი წარმოქმნის საშიშროების გარეშე. რეკომენდაციები ფოკუსირდება  კოლექციების შენარჩუნებასა და კონსერვაციის მდგრადი გეგმის შემუშავებაზე.

ლურჯი ფარი საქართველო დაფუძნდა 2013 წელს და წარმოადგენს ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის ეროვნულ კომიტეტს. საქართველოს ლურჯი ფარი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან, ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის შესრულებაში ხელშეწყობას, რისკისათვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super