სალექციო კურსი “პროექტის დაგეგმვა და მართვა კულტურის სფეროში”

2016 წლის 31 ივლისს დაიწყო “მემკვიდრეობის კლუბის” მეორე სალექციო კურსი “პროექტის დაგეგმვა და მართვა კულტურის სფეროში”.

სალექციო კურსზე დასაწრებად კონკურსის შედეგად 22 მსმენელი შეირჩა.

კურსის მიზანია გაუღვივოს მონაწილეებს შემოქმედებითი მიდგომა, რაც შეიძლება ფართო ჭრილში დაანახოს კულტურა და მისი შესაძლებლობები, როგორც სიცოცხლისუნარიანი სოციალური და ეკონომიკური განვითარების საფუძველი, ამასთანავე, აამაღლოს მონაწილეთა ცოდნა იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც გულისხმობს ჩვენი სინამდვილის საჭიროებების განსაზღვრას, პროექტის კონცეფციის შემუშავებას, საპროექტო წინადადების ჩამოყალიბებასა და პროექტის მართვას კულტურის სფეროში.

მემკვიდრეობის კლუბი ჩამოყალიბდა პროექტის “კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს შვედეთის ინსტიტუტი.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super