სამეცნიერო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“

IMG_45352018 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“.  მეცნიერებთან ერთად, კონფერენციას ესწრებოდნენ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მთავრობის წარმომადგენელებიც.

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის გაეცნო ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა და ის გამოწვევები, რომლებიც ამ მემკვიდრეობის  დაცვას ახლავს თან.

მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი ფოტომასალაც კი საკმარისია იმის დასანახად,  რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში  არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლები სავალალო მდგომარეობაშია. მათი შენარჩუნებისთვის აუცილებელია, ქართულმა მხარემ  უფრო აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველანაირი ბერკეტი თუ პლატფორმა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სწორედ საერთაშორისო დონეზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, მანანა თევზაძემ მოხსენებაში: „კულტურული ფასეულობების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ჰააგის კონვენცია და საქართველოს მაგალითი“

აშკარაა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ძალიან რთულია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.  თუმცა, კონფერენციის მონაწილეები მზად არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან სამომავლო დიალოგისა და თანამშრომლიბისთვის. კულტურული მეკვიდრეობის ძეგლები, რომლებსაც გადარჩენა სჭირდება, თანაბრად ეკუთვნის ოკუპაციის ხაზის  ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს.

 

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super