შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში
2016 წლის 15 ივლისს, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, მანანა თევზაძემ შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის შიდა აუდიტორიისა და საინფორმაციო გარემოს მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს უფროს, ბატონ შალვა თევდორაძესთან და შიდა აუდიტორიისა და საინფორმაციო გარემოს მონიტორინგის განყოფილების უფროს, ქალბატონ მედეა ჭელიძესთან.
შეხვედრის თემა იყო ლურჯი ფარისა და თავდაცვის სამინისტროს შესაძლო თანამშრომლობა საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთათვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სწავლების საქმეში.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ საქართველოს ლურჯი ფარის ინიციატივას, სამხედრო მოსამსახურეებს ჩაუტარდეთ წვრთნა იუნესკოს ჰააგის კონვენციის დებულებების შესახებ, რომელიც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეიარაღებული კონფლიქტის დროს. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ბაზებზე ლურჯი ფარის ეგიდით გაიმართოს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა თუ სამუზეუმო ექსპონატების საგანგებო სიტუაციებისაგან დაცვის პრაქტიკული მეცადინეობები სამხედროებისა და ადგილობრივი მუზეუმებისა თუ უძრავი ძეგლების მესვეურთა მონაწილეობით.
შეხვედრის შედეგად დაიგეგმა აღნიშნულ თემებზე საპროექტო წინადადების მომზადება და განხილვა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან.
Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super