SAVE-ის სამოქალაქო აქტივიზმის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გამოიცა

საქართველოს ლურჯი ფარის პროექტის “ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკის” ფარგლებში, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ბრიტანული ძეგლთადაცვითი სამოქალაქო ორგანიზაციის “გადავარჩინოს ბრიტანეთის მემკვიდრეობა” სახელმძღვანელო სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.

წიგნი გამოცემულია დიდ ბრიტანეთში 1991 წელს და ასახავს SAVE-ის მიერ იმ დრომდე ბრიტანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად წარმოებულ წარმატებულ კამპანიებს. ამავდროულად, წიგნი მოიცავს პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს მოქალაქეებისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, რომელთაც აწუხებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ბედი და მზად არიან, იბრძოლონ მათ შესანარჩუნებლად.

გამოცემის მომზადება შესაძლებელი გახდა “ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა” და ორგანიზაციის “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” – CHwB Sweden ერთობლივი პროექტის “ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკი” ფარგლებში, რომლის დონორია შვედური ფონდი Forum Syd.

წიგნის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ბმულიდან.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super