მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს.

კომიტეტმა აღიარა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მცხეთის ისტორიული მონუმენტების მენეჯმენტისა და დაცვის საკითხებში. 2009 წელს მცხეთა საფრთხის წინაშე არსებული ძეგლების სიაში უკონტროლო ურბანული გაფართოების გამო შევიდა. ამას დაემატა ქვის ნაგებობებისა და ფრესკების დაზიანებაც.

მცხეთის ისტორიული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1994 წელს შევიდა. ის მოიცავს შუა საუკუნეების პერიოდის სამ ეკლესიას – ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს და სამთავროს მონასტერს.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესია თურქეთში 10 ივლისს დაიწყო და 20 ივლისამდე გაგრძელდება. სესიების ფარგლებში განიხილება 26 ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი. მათ შორისაა 9 ბუნებრივი, 14 კულტურული და 3 შერეული ძეგლი. გარდა ამისა, სესიაზე დრო დაეთმობა მემკვიდრეობის ნუსხის 108 ძეგლისა და საფრთხის წინაშე არსებული 48 ძეგლის მდგომარეობის შეფასებას.

Powered by Watch Dragon ball super