ხელნაწერები, მხატვრობისგან განსხვავებით, თავისი იშვიათობისა და სიმყიფის გამო ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელია ხოლმე. თუმცა ახლა, ვატიკანის ბიბლიოთეკისა და იაპონური კომპანია NTT DATA-ს თანამშრომლობით ვატიკანის ათასობით ხელნაწერის გაციფრულება ხდება.

პროექტის მიზანია, რომ მოხდეს ბიბლიოთეკაში დაცული ყველა კოლექციის გაციფრება. ეს მოიცავს 80 000 ხელნაწერს შუა საუკუნეებისა და ჰუმანიზმის ეპოქიდან. ამ ეტაპზე, შესაძლებელია სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის 5 300 ხელნაწერის დათვალიერება, მათ შორისაა ვერგილიუსის ენეიდა, აცტეკური თუ იაპონური ილუსტრაციები.

კოლექციის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Powered by Watch Dragon ball super