ტექნიკის მსოფლიო ბრენდი თავის ბრიტანულ შტბ-ბინას ბეტერსის ელექტროსადგურის შენობაში გახსნის. ეფლი 2021 წლისთვის 500 000 კვ. მ. ფართობის შენობას დაიკავებს და ექვს სართულზე 1 400 თანამშრომლისთვის ოფისებს განათავსებს.

ბეტერსის კომპლექსი სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში, მდინარე ტემზის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს და სადგურის ორ შენობას მოიცავს. სადგური A 1930-იან წლებში აშენდა, სადგური B კი 1950-იან წლებში. სადგური ელექტროენერგიას 1983 წლამდე ამუშავებდა და შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბრიტანეთის მემკვიდრეობა” (SAVE) შენობის ახალი სიცოცხლისთვის მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა. ორგანიზაციის მუშაობის შედეგად ელექტროსადგური იყო ერთ-ერთი პირველი ომებს შორის პერიოდის შენობებიდან, რომელიც ბრიტანეთის განსაკუთრებული არქიტექტურული და ისტორიული ინტერესის მქონე ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.

ბეტერსის სადგური განსაკუთრებით პოპულარული გახდა, როდესაც მისი ფოტო ცნობილმა როკ-ჯგუფმა Pink Floyd-მა 1977 წლის ალბომის Animals ე.წ. ქავერად გამოიყენა.

ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნების საუკეთესო გამოცდილების შესახებ იხილეთ SAVE-ის სამოქალაქო აქტივიზმის სახელმძღვანელო, რომელიც ქართულ ენაზე საქართველოს ლურჯმა ფარმა თარგმნა.

Powered by Watch Dragon ball super