ცენტრალურ იტალიაში მიწისძვრის ბიძგებმა ორვიეტოს კლაუდიო ფაინას სასახლისა და მუზეუმის არტეფაქტები დააზიანა. მნიშვნელოვნად დაზიანდა რვა ეტრუსკული ობიექტი, მათ შორის ჭურჭელი და ლარნაკები.

30 ოქტომბრის მიწისძვრას შეეწირა ნორჩაში მდებარე წმინდა ბენედიქტეს ცნობილი ბაზილიკა, რომლის მხოლოდ წინა ფასადი გადარჩა. მიწისძვრამ გაანადგურა ნორჩას წმინდა მარია არგენტეას ტაძარიც, რომელიც მე-15 საუკუნის ფრესკებით იყო ცნობილი. მიწისძვრა შეეხო ნორჩას ანტიკურ რომაულ კედლებსაც.

norcialabasilicadisanbenedetto-1-horz

 

Powered by Watch Dragon ball super