თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობიდს საბჭომ დაამტკიცა გომის ქ. N1-ში სამსართულიანი ნაგებობის ცვლილების ესკიზური პროექტი. დოკუმენტის მიხედვით, თანხმობა შენობის სახურავის მოწესრიგებისთვის გაიცა.
იკომოს საქართველო რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არის აღნიშნულ ნაგებობაზე სახურავის ამაღლება დაუშვებელი.
1. გომის ქ. N1-ში მდებარე ნაგებობა 2007 წელს აშენდა. მაშინ იკომოს საქართველო რეკომენდაციებით მიმართავდა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვდა ბეთლემის უბანში ახალი მშენებლობებისთვის გათვალისწინებული პარამეტრების დაცვას. დამკვეთისთვის ეს პარამეტრევი სადავო გახდა. სამი სართულის მიღების მიზნით, მესაკუთრემ გადახურვა ბრტყელი დატოვა, ხოლო პარაპეტის ზედა დონე ყოფილი ნაგებობის კეხის ოდნავ ქვემოთ მოათავსა. ნაგებობის ახალი მეპატრონე სახურავის მსუბუქი კონსტრუქციით ამაღლებას გეგმავს. იკომოს საქართველოს აზრით, ამ ნაგებობის ამაღლება დაარღვევს უბნის სივრცულ მოწყობას.
2. ნაგებობა თბილისის ათეშგას მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სახურავის ამაღლება დაუშვებელია, არის ათეშგას ბაქნიდან გადაშლილი ხედი კალაზე.
3. გომის ქ. N1-ში ნაგებობის მშენებლობას შეეწირა გომის ქ. N 5/12-ის კარიბჭე, რომელიც დღემდე არ აღდგენილა.
4. შენობის საფასადო კედელი გომის ქ. N 5/12-მდე მიდიოდა და ის სიმაღლეში გაცილებით დაბალი იყო. ფასადის დღევანდელი სიმაღლე ხელს უშლის გომის ქ. N 5/12-ს ტრაპეციული პლასტიკის აღქმას.
- ესკიზის ერთ-ერთი ვარიანტი
- ესკიზის ერთ-ერთი ვარიანტი
ფოტოები: ICOMOS GEORGIA