ქართული ანბანის “სამი სახეობის ცოცხალ კულტურას” იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
გადაწყვეტილება იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სხდომაზე მიიღეს, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას მიეძღვნა.
ქართული ანბანი იუნესკო-ს 2015 წელს წარუდგინეს. მისი მთავარი მიზანი სამი სახის ანბანის ჰარმონიული თანაარსებობის ხაზგასმა იყო.
“სამი ანბანი თანაარსებობს განსხვავებული კულტურული და სოციალური ფუნქციების წყალობით, რაც საქართველოს მრავალფეროვნებას და იდენტობას ირეკლავს,” – ნათქვამია იუნესკო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სამი ქართული ანბანი – მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული – დღესაც გამოიყენება. მრგვლოვანი პირველი ანბანი იყო, რომლიდანაც ნუსხური წარმოიშვა, ხოლო შემდეგ მხედრული. მრგვლოვანსა და ნუსხურს არაფორმალურად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის. გამოიყენება ფსალმუნების გადაწერის და ხატებზე წარწერების გაკეთების დროს. საქართველოს ოფიციალურ საგანმანათლებლო სისტემაში მხედრული ანბანს ასწავლიან.
იუნესკო-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, აგრეთვე, შესულია ქართული პოლიფონიური სიმღერა (2008) და ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი (2013).
ფოტო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (2015)