დურო კახნიაშვილი ოკუპირებული მშობლიური სოფლის ყველაზე საყვარელი გასართობი აქტივობის შესახებ გვიყვება, რომელიც ოსებსა და ქართველებს კიდევ უფრო აახლოვებდა.

“ცხინვალიდან ოსებიც მოდიოდნენ, ისინიც ჭიდაობდნენ… ძალიან დიდ პატივს ვცემდით ერთმანეთს…აფიშებს ვაკრავდით როგორც ცხინვალში, ისე მთელ ხეობაში რომ იმართებოდა ჭიდაობა და ვეპატიჟებოდით ყველას.” – დურო კახნიაშვილი.

ვიდეო ჩანახატები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით მომზადდა და სპეციალურად შექმნილ ვიდეო პორტალზე განთავსდება.

პროექტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არამატერიალური მემკვიდრეობის დასაცავად, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით, და საგანგებო რეაგირების ფონდის (Cultural Emergency Response Programme CER) გრანტის მეშვეობით ხორციელდება. პროექტის პატრნიორები არიან: ააიპ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი, დიდი ლიახვის მუზეუმ-ნაკრძალი და პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი (PennCHC).

Powered by Watch Dragon ball super