საქართველოს ლურჯი ფარისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ( Penn Cultural Heritage Center) ინიციატივით ჩატარდა ვებინარი „დევნილ თემთან დაკავშირებული კულტურული ორგანიზაციები და კოალიციის შექმნა“.
ვებინარი Პროექტის “ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა” ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს დევნილ თემთან მომუშავე მუზეუმებისა და კულტურულ საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკრებასა და საერთო გამოწვევებზე აქტიურ კომუნიკაციას.
ვებინარს ესწრებოდნენ დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის მუზეუმის, კოდისა და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრებისა და DVV International-ის წარმომადგენლები.შეხვედრას ონლაინ ერთვებოდნენ:
დებორა ზისკა – მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე
ივან სენოკი – Restore the Delta-ს დირექტორის მოადგილე
პანელური დისკუსიის ფარგლებში, რომელსაც მოდერირებას უწევდა გრეის გოლდენი Artistic Freedom Initiative-დან, უცხოელმა სპეციალისტებმა ვებინარში მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს
პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს გრანტის დაფინანსებით US Embassy Tbilisi, Georgia