ლურჯი ფარის ორგანიზებით, თბილისში, ტრენერთა ტრენინგი „კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისულ სიტუაციებში“ ჩატარდა.

ოთხდღიან ტრენინგებში მონაწილეობას იღებდა 11 ტრენერი კულტურის სფეროდან და საქართველოს ეროვნული გვარდიიდან. საქართველოს ეროვნული გვარდია / National Guard of Georgia

ტრენინგის I, II და III დღეს მონაწილეები გაეცნენ ზრდასრულთა სწავლების პრინციპებს, კულტურული მემკვიდრეობის საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებს და ჩაერთვნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში.

IV დღეს კი, მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ დავალებაში, რომელიც გულისხმობდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების საგანგებო ევაკუაციას.

ტრენინგის მიზანია, მონაწილეთათვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემა, რაც დაეხმარებათ მომავალში მონაწილეობა მიიღონ მსგავსი ტიპის ტრენინგების ორგანიზებაში.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

Powered by Watch Dragon ball super