7 აგვისტოს, გორის ხელოვნების სახლში, გამოფენა – “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები – სოფელი კეხვი” გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო და ტექსტუალური მასალა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე კეხველების სოფლის ცხოვრების, მდიდარი მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ომის შემდგომი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

გამოფენა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის (Penn Cultural Heritage Center) ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (US Embassy Tbilisi, Georgia ) მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენა მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, კერძოდ, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის შედეგების წარდგენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი მასალები შეგროვდა ორი პროექტის ფარგლებში:

ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა (ცხინვალის რეგიონი), საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

ოკუპირებული რეგიონების არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა, კულტურის საგანგებო რეაგირების ფონდის (Cultural Emergency Response) მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალი, სამთავრობო და სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები და კეხვიდან დევნილები.

გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს, უფასოდ შეუძლია.

მის: ქ.გორი, დავით გურამიშვილის #5, ხელოვნების სახლი

Powered by Watch Dragon ball super