12 აგვისტოს სპილოს მსოფლიო დღე აღინიშნება. იდეა კანადელ რეჟისორებს, პატრიცია სიმსსა და მაიკლ კლარკს ეკუთვნით. პირველად სპილოს მსოფლიო დღე 2012 წლის 12 აგვისტოს აღნიშნეს.

სპილოს მსოფლიო დღის მიზანი აფრიკისა და აზიის სპილოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. აფრიკული სპილო წითელი წიგნის მოწყვლად, ხოლო აზიური სპილო საფრთხეში მყოფ სახეობათა სიაშია შეყვანილი.

აფრიკულ და აზიურ სპილოებზე უკანონო ნადირობა სპილოს ძვალზე მაღალი მოთხოვნის გამო ხდება. მათ არსებობას ასევე საფრთხეს უქმნის სპილოების ჰაბიტატის განადგურება, რაც ტყეების ჩეხვის შედეგად ხდება. სასოფლო სამეურნეო აქტივობები განსაკუთრებულ პრობლემებს აზიურ სპილოს უქმნის. ჰაბიტატის ფართობის შემცირება აგრეთვე იწვევს სპილოების იზოლაციას, რასაც მათი გამრავლების პრობლემა მოჰყვება.

სპილოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ შუა საუკუნეების ევროპელი მხატვრების ნამუშევრებს სპილოს გამოსახულებით. ამ დროს ევროპაში უკვე იცოდნენ სპილოს არსებობის შესახებ, თუმცა მათი წარმოდგენები მხოლოდ მოგზაურების აღწერას და გადმოცემებს ეყრდნობოდა.

 

Powered by Watch Dragon ball super