ფოტოს მსოფლიო დღე არის საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ყოველი წლის 19 აგვისტოს აღინიშნება. 19 აგვისტო უკავშირდება დაგეროტიპის გამოგონების თარიღს – ფოტოგრაფიის პროცესს, რომელიც ლუი დაგერმა და ჯოსეფ ნისეფორ ნეფსმა 1837 წელს განავითარეს. 1839 წლის 9 იანვარს მეცნიერების ფრანგულმა აკადემიამ დაგეროტიპის პროცესის შექმნა ოფიციალურად გამოაცხადა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, 1839 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის მთავრობამ შეიძინა პატენტი და დაგეროტიპს უწოდა “უფასო საჩუქარი მსოფლიოს”.
უნდა აღინიშნოს, რომ დაგეროტიპი არ ყოფილა პირველი მუდმივი ფოტოგრაფიული გამოსახულება. 1826 წელს ნისეფორ ნეფსმა ჰელიოგრაფით გადაიღო პირველი პერმანენტული ფოტო “ხედი ლე გრასის ფანჯრიდან”.
ადამიანების ყველაზე ძველი ფოტო
ეს ფოტო ლუი დაგერმა 1838 წელს გადაიღო და მიიჩნევა როგორც ყველაზე ძველი ფოტო, რომელზეც ადამიანებია აღბეჭდილი. ფოტო გადაღებულია პარიზში, დიუ ტამპლის ბულვარზე. ფოტოს მარცხენა კუთხეში ჩანს ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი მეორეს სავარაუდოდ ფეხსაცმელს უპრიალებს.
პირველი ავტოპორტრეტი
ამერიკული ფოტოგრაფიის პიონერმა, რობერტ კორნელიუსმა მსოფლიოში პირველი ავტოპორტრეტი 1839 წელს გადაიღო.
მზის პირველი გამოსახულება
ფრანგმა ფიზიკოსებმა ლუი ფიზემ და ლეონ ფუკომ 1845 წლის 2 აპრილს მზის პირველი ფოტოგამოსახულება შექმნეს. მათ დაგეროტიპის პროცესი გამოიყენეს. ხუთი წლით ადრე, 1840 წელს ასევე შეიქმნა მთვარის პირველი ფოტო, რომელიც ჯონ დრაპერმა გრინვიჩის ობსერვატორიის სახურავიდან გადაიღო.
პირველი ჟურნალისტური ფოტო
1847 წელს საფრანგეთში დაპატიმრების კადრი პირველ ახალი ამბების ფოტოგრაფიად მიიჩნევა. ის სავარაუდოდ დოკუმენტაციის მიზნით გადაიღეს. ფოტოს ავტორი უცნობია. ფოტო დაგეროტიპით გადაიღეს და წარმოადგენს ფოტო ჟურნალისტიკის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს.
პირველი საჰაერო ფოტო
“ბოსტონი, როგორსაც მას არწივი და გარეული ბატი ხედავს” – ეს არის სახელი ყველაზე ძველი საჰაერო ფოტოსი, რომელიც ჯეიმს ბლეკმა 1860 წლის 13 ოქტომბერს გადაიღო.
პირველი ფერადი ფოტო
დაგეროტიპის შექმნიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ შოტლანდიელმა ფიზიკოსმა ჯეიმს მაქსველმა პირველი ფერადი ფოტო გადაიღო.
ელვის პირველი ფოტო
1882 წლის 2 სექტემბერს უილიამ ჯენინგსმა ელვის პირველი ფოტო გადაიღო.
პირველი ფოტო კოსმოსიდან
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტო ადამიანს არ შეუქმნია, ის მაინც პირველი ფოტოა, რომელშიც დედამიწა ობიექტი იყო. ის 1946 წლის 24 ოქტომბერს ფაუ-24 რაკეტიდან 100 კილომეტრის სიმაღლიდან გადაიღეს.
პირველი ციფრული ფოტო
1957 წელის ამერიკელმა ინჟინერმა რასელ კირშმა პირველი ციფრული გამოსახულების სკანერი შექმნა და შექმნა მისი სამი თვის ვაჟიშვილის ციფრული ფოტო. ამ ფოტომ ტექნოლოგიური რევოლუციის როლი შეასრულა და მოგვიანებით ქიმიური პროცესი ჩაანაცვლა.