ყოველი წლის 13 ოქტომბერს კატასტროფის რისკის შემცირების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, ევროკომისია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან ერთად კატასტროფისადმი მზადყოფნის პროგრამის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB საქართველო), Save the Children, Oxfam, Red Cross მიერ სიმულაციური აქტივობები, რაც მოიცავს მიწისძვრის დროს შესაბამისი ქცევის პრაქტიკულ დემონსტრირებას, პირველადი გადაუდებელი დახმარების სიმულაციას და ა.შ.
აქტივობებში ჩაერთო საქართველოს ლურჯი ფარის ხელმძღვანელი, მანანა თევზაძეც.
ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა კოლექციებისთვია თუ უძრავი ძეგლებისთვის. სამუზეუმო, საბიბლიოთეკო და საარქივო კოლექციები, ისევე როგორც მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები, ხშირად ხვდება დაზიანებისა და განადგურების მაღალი რისკის ქვეშ. აღნიშნულის მიზეზს სხვადასხვა ტიპის საფრთხეები და კოლექციებისა თუ ძეგლების დაუცველობა წარმოადგენს. საქართველოში, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივი მიზეზით წარმოქმნილი თითქმის ყველა საფრთხე რეალურია (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ტყის ხანძრები, ქარიშხალი), ასევე ხშირია ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი და ტექნოგენური კატასტროფის გამომწვევი საფრთხეები.